
გლობალური სიმდიდრის განაწილება - TOP-10 ქვეყანა ერთი ზრდასრულის საშუალო/მედიანური ქონებით
2025 წლის ბოლოსთვის, გლობალური სიმდიდრის განაწილება კვლავ მნიშვნელოვანი რეგიონული უთანასწორობით ხასიათდებოდა. UBS-ის "გლობალური სიმდიდრის ანგარიშის" თანახმად, რეგიონულ დონეზე, საშუალო ნომინალური სიმდიდრე ერთ ზრდასრულზე ლათინურ ამერიკაში დაახლოებით 43 000 დოლარიდან იწყება და ჩრდილოეთ ამერიკაში 664 000 დოლარს აჭარბებს.
მკვეთრი სხვაობა ნარჩუნდება ჩრდილოეთ ამერიკასა და ოკეანეთს (სადაც საშუალო სიმდიდრე ნახევარმილიონიან ნიშნულს აღემატება) და მსოფლიოს დანარჩენ რეგიონებს შორის.
წარმოგიდგენთ 10 ბაზარს, რომლებიც ერთ ზრდასრულზე საშუალო სიმდიდრის მოცულობით ლიდერობენ:
TOP 10 ბაზარი, ზრდასრული ადამიანების საშუალო და მედიანური სიმდიდრის ოდენობით:
ქვეყანა საშუალო სიმდიდრე - $ ქვეყანა მედიანური სიმდიდრე - $ 1 შვეიცარია 910,382 ლუქსემბურგი 394,005 2 აშშ 696,277 ბელგია 277,166 3 ლუქსემბურგი 654,732 ავსტრალია 210,783 4 ჰონკონგი 648,267 ახალი ზელანდია 206,617 5 ავსტრალია 616,306 დანია 203,771 6 სინგაპური 527,217 ჰონგ-კონგი 187,968 7 დანია 523,344 კანადა 147,811 8 ახალი ზელანდია 449,852 შვეიცარია 145,555 9 ნორვეგია 425,391 ნორვეგია 140,003 10 ნიდერლანდები 415,287 იაპონია 135,745 11 ბელგია 407,920 იტალია 131,001 12 შვედეთი 406,406 ნიდერლანდები 127,407 13 კანადა 399,886 დიდი ბრიტანეთი 125,335 14 გერმანია 346,613 საფრანგეთი 121,898 15 საფრანგეთი 341,359 მალტა 114,033 16 ტაივანი 332,533 ტაივანი 113,137 17 ირლანდია 314,167 ესპანეთი 111,575 18 ისრაელი 312,108 სამხრეთ კორეა 101,739 19 სამხრეთ კორეა 311,260 ირლანდია 98,413 20 ესპანეთი 306,412 სინგაპური 96,434 21 დიდი ბრიტანეთი 292,808 კატარი 95,499 22 ავსტრია 279,989 ფინეთი 89,695 23 იტალია 279,439 შვედეთი 84,039 24 იაპონია 211,846 ისრაელი 83,843 25 ფინეთი 209,135 სლოვენია 81,366 26 პორტუგალია 195,761 პორტუგალია 76,978 27 ყატარი 188,505 ავსტრია 71,378 28 მალტა 163,655 აშშ 68,998 29 არაბთა გაერთიანებული საამიროები 157,612 საბერძნეთი 59,162 30 საბერძნეთი 143,343 გერმანია 53,485
ანგარიშის ძირითადი მიგნებები:
შვეიცარია ინარჩუნებს ლიდერობას
შვეიცარია, მნიშვნელოვანი უპირატესობით, პირველ ადგილს იკავებს - საშუალო სიმდიდრე ერთ ზრდასრულ ადამიანზე 910 382 დოლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი საგრძნობლად აღემატება მეორე ადგილზე მყოფი ბაზრის მონაცემებს.
ჩრდილოეთ ამერიკისა და ოკეანეთის ზღვარი
შეერთებული შტატები და ავსტრალია ინდივიდუალური სიმდიდრის მაღალ დონეს აჩვენებენ. აშშ-ში საშუალო სიმდიდრე ერთ ზრდასრულზე 700 000 დოლარს უახლოვდება, ხოლო ავსტრალიამ 600 000-დოლარიან ზღვარს უკვე გადააჭარბა.
აზიის ფინანსური ჰაბების მაღალი მაჩვენებლები
ჰონგ-კონგი (მე-4 ადგილი) და სინგაპური (მე-6 ადგილი) აზიაში სიმდიდრის მთავარ ცენტრებს წარმოადგენენ. ჰონკონგში საშუალო მაჩვენებელი ერთ ზრდასრულზე 648 267 დოლარია, ხოლო სინგაპურში - 527 217 დოლარი. ორივე ქვეყანა უსწრებს ევროპის არაერთ განვითარებულ ეკონომიკას.
ევროპის პოზიციები ათეულში
ევროპული ქვეყნები საუკეთესო ათეულში ხუთ ადგილს იკავებენ. შვეიცარიასთან ერთად, რეიტინგში წამყვან პოზიციებზე არიან: ლუქსემბურგი, დანია, ნორვეგია და ნიდერლანდები. ეს ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში მყარ ეკონომიკურ ბაზასა და სიმდიდრის დაგროვებას ასახავს.
ისევე როგორც სიმდიდრის ზრდის რეიტინგების შემთხვევაში, დოლარში დათვლილი მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების რეიტინგი (ერთ ზრდასრულ მოსახლეზე) საგრძნობლად იცვლება იმის მიხედვით, საშუალო არითმეტიკულ სიმდიდრეს ვაანალიზებთ თუ მედიანურს (ან თუნდაც ერთ ზრდასრულზე მთლიან შიდა პროდუქტს - მშპ).
ხშირ შემთხვევაში ეს სამი სრულიად განსხვავებული საზომია და თუ მსყიდველობით უნარსაც გავითვალისწინებდით, რეიტინგები შეიცვლებოდა.
მხოლოდ პირველ რამდენიმე პოზიციას რომ შევხედოთ, დავინახავთ, რომ ერთ ზრდასრულზე საშუალო არითმეტიკული სიმდიდრის მიხედვით შვეიცარია ცხრილის სათავეშია, თუმცა მედიანური სიმდიდრის მიხედვით ის მერვე ადგილზე ინაცვლებს, ერთ ზრდასრულზე მშპ-ის მიხედვით კი ის მესამე ადგილს დაიკავებდა.
შეერთებული შტატები საშუალო სიმდიდრით მსოფლიოში მეორეა, თუმცა მედიანურით - 28-ე, ერთ ზრდასრულზე მშპ-ით კი მეექვსე. ლუქსემბურგი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც სამივე საზომის მიხედვით მუდმივად საუკეთესო სამეულში ხვდება.
ბელგია საშუალო სიმდიდრით მხოლოდ მე-11 ადგილზეა, მშპ-ით - მე-13, მაგრამ მედიანური მაჩვენებლით ის მეორე პოზიციას იკავებს. პარალელურად, იტალია საშუალო სიმდიდრით გერმანიას ჩამორჩება, თუმცა ერთ ზრდასრულზე მედიანური სიმდიდრით მას საგრძნობლად უსწრებს.
BM.GE
წყარო: bm.ge