მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. GOGC ამ დრომდე ელოდება Frontera-სგან არბიტრაჟში მოგებული კომპენსაციის მიღებას - ფინანსური ანგარიში
GOGC ამ დრომდე ელოდება Frontera-სგან არბიტრაჟში მოგებული კომპენსაციის მიღებას - ფინანსური ანგარიში

GOGC ამ დრომდე ელოდება Frontera-სგან არბიტრაჟში მოგებული კომპენსაციის მიღებას - ფინანსური ანგარიში

BM.GE5 ოქტომბერი, 2026, 16:41|bm.ge

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (GOGC) Frontera-სთან ხანგრძლივი დავის დასრულების მიუხედავად, მისთვის გადასახდელი თანხის მიღებას ამ დრომდე ელოდება.

GOGC-ის 2025 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიას Frontera-სგან დაახლოებით 15.4 მილიონი ლარის მოთხოვნის უფლება აქვს, თუმცა თანხის მიღების შანსი კვლავ გაურკვეველია, რადგანაც ამერიკული ენერგეტიკული კომპანია არბიტრაჟის წაგების შემდეგ გაკოტრება/ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.

Frontera-სთან დავა 2018 წელს დაიწყო. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ კომპანია Frontera Resources Georgia Corporation-ის წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართეს.

ქართული მხარე აცხადებდა, რომ Frontera-მ ნავთობის მოპოვება/განაწილების ხელშეკრულების პირობები სერიოზულად დაარღვია. მთავარი პრობლემა ის იყო, რომ კომპანიას სახელმწიფოსთვის უნდა დაებრუნებინა კახეთში მდებარე სალიცენზიო ტერიტორიის ის ნაწილი, რომელსაც აღარ იყენებდა. მოთხოვნა ტერიტორიის დაახლოებით 99%-ის დაბრუნებასაც მოიცავდა.

Frontera-მ საქართველოს მოთხოვნებს საპასუხო სარჩელით უპასუხა და 2018 წელს საქართველოს მხარეს 3.5 მილიარდი დოლარის გადახდა მოსთხოვა. კომპანია ამტკიცებდა, რომ ხელშეკრულების დარღვევის გამო ასეთი ოდენობის შემოსავალი დაკარგა. Frontera-მ დამატებით მოითხოვა რამდენიმე მილიონი დოლარის გადასახადებისა და იურიდიული ხარჯების ანაზღაურებაც. 2019 წელს კომპანიამ ეს მოთხოვნა უკან გაიტანა.

საქმეზე გადაწყვეტილება 2020 წლის 17 აპრილს გამოცხადდა. GOGC-ის ანგარიშის მიხედვით, საერთაშორისო არბიტრაჟმა ძირითად საკითხებში საქართველოს მხარის პოზიცია გაიზიარა და დაადგინა, რომ Frontera-მ ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობა დაარღვია, როდესაც საძიებო ტერიტორიის სახელმწიფოსთვის დაბრუნებაზე უარი თქვა.

გადაწყვეტილებით Frontera-ს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის გარკვეული თანხების გადახდაც დაეკისრა. ეს თანხა მოიცავდა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის GOGC-ის მიერ Frontera-ს ნაცვლად გადახდილ მოსაკრებელს, მასზე დარიცხულ პროცენტს და საქმის განხილვაზე GOGC-ის მიერ დახარჯულ თანხებს.

თუმცა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საკითხი მარტივად არ დასრულებულა. Frontera-ს ქართული კომპანიის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა და 2020 წლის ბოლოს მისი ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო. 2021 წლის თებერვალში კომპანიის ლიკვიდატორებმა განაცხადეს, რომ კომპანია ვეღარ იხდიდა ვალებს.

ამის შემდეგ საქართველოს მხარემ Frontera-სთან ახალი შეთანხმებების გაფორმება დაიწყო. 2021 წელს მხარეები შეთანხმდნენ, რომ GOGC და სახელმწიფო სააგენტო საკონტრაქტო ტერიტორიას და იქ მიმდინარე ნავთობისა და გაზის საქმიანობას გადაიბარებდნენ.

2022 წელს კი გაფორმდა ახალი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც Frontera-ს სხვა კომპანიებმა აიღეს ვალდებულება, დაეფარათ ის თანხები, რომლებიც 2020 წლის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით იყო გადასახდელი. მათ ასევე უნდა აენაზღაურებინათ საქართველოსთვის გარკვეული ზიანი, რომელიც ნავთობის განაწილებას უკავშირდებოდა.

მიუხედავად ამისა, თანხის გადახდის ვადა რამდენჯერმე გადაიწია. საბოლოოდ, ბოლო ვადად 2024 წლის 30 აგვისტო განისაზღვრა, თუმცა Frontera-სთან დაკავშირებულმა კომპანიებმა თანხა არც ამ ვადაში გადაიხადეს. ამის შემდეგ ახალი შეთანხმება და ძველი ხელშეკრულებაც შეწყდა, გარდა იმ პირობებისა, რომლებიც შეთანხმების დასრულების შემდეგაც უნდა დარჩენილიყო ძალაში.

ამ ეტაპზე GOGC-ს კვლავ შეუძლია Frontera-სგან დაახლოებით 15.4 მილიონი ლარის მოთხოვნა. თუმცა GOGC აღნიშნავს, რომ ამ თანხის რეალურად მიღების შესაძლებლობა გაურკვეველია.

GOGC-ის ფინანსურ ანგარიშში წერია:

"კომპანიას კვლავ აქვს უფლება მოითხოვოს FRC-ისა და FRUS-ისგან 15,399 ათასი ლარის ოდენობით გადახდის ვალდებულების დაფარვა. ხელმძღვანელობა თვლის, რომ ანაზღაურების მიღების ალბათობა კვლავ ძალიან გაურკვეველია.“

ამიტომ GOGC-ს ეს თანხა 2024 და 2025 წლების ფინანსურ ანგარიშებში მიღებულ შემოსავლად არ აქვს ჩათვლილი. ამასთან, კორპორაცია აცხადებს, რომ კახეთში მდებარე XII-ე სალიცენზიო ბლოკზე მუშაობას საქართველოს კანონმდებლობისა და სახელმწიფო სააგენტოს მითითებების შესაბამისად აგრძელებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მიღება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 35 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის მონაწილე ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • კობახიძე ნიუ-იორკში ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწროფორმულა
  • დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავესრუსთავი 2
  • აფხაზებისთვის რუსეთის მოქალაქეობის დოკუმენტების მიღების ტემპი 5-ჯერ გაიზრდებანეტგაზეთი
მიღება →

მსგავსი სტატიები

რა არის ცნობილი ბათუმის აკვატორიაში თვითდინებით შემოსულ უეკიპაჟო გემზე - სააგენტოს განმარტება

რა არის ცნობილი ბათუმის აკვატორიაში თვითდინებით შემოსულ უეკიპაჟო გემზე - სააგენტოს განმარტება

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

BM.GE

რა არის „ჰაუს ჰაქინგი“ ამერიკაში?

რა არის „ჰაუს ჰაქინგი“ ამერიკაში?

BM.GE