ორიგინალი
სახ. დეპის ანგარიში ტრეფიკინგთან ბრძოლაზე - საქართველო პირველ კალათაში რჩება
ნეტგაზეთი·15:23

სახ. დეპის ანგარიში ტრეფიკინგთან ბრძოლაზე - საქართველო პირველ კალათაში რჩება

9 ოქტომბერი, 2026 · 15:23

2026 წლის 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 26-ე ყოველწლიური ანგარიში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თაობაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო პირველი რანგის ქვეყნებს შორისაა აშშ-ისა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება სრულად აკმაყოფილებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს და საანგარიშო პერიოდში მთავრობამ „აჩვენა სერიოზული და მდგრადი ძალისხმევა, რის გამოც საქართველო პირველ კალათაში დარჩა“.

ამ ძალისხმევის ნაწილად ანგარიშში მოხსენიებულია მობილური ჯგუფებისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მაღალი რისკის ბიზნესების პროაქტიული შემოწმება ტრეფიკინგის ნიშნებზე და სექსუალური ტრეფიკინგისთვის მსჯავრდებულთა გამოვლენა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მთავრობამ გაზარდა მსხვერპლთა მომსახურების დაფინანსება, გააფართოვა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი ტრეფიკინგის მსხვერპლთა განსათავსებლად, ხოლო სასამართლომ მსხვერპლს პირველად დააკისრა კომპენსაცია (რესტიტუცია).

ანგარიშში ასევე საუბარია სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის ნაკლებობაზე:

„მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს, მან ნაკლებ პირს წაუყენა ბრალი და გაასამართლა (ადამიანით მოვაჭრეები). მთავრობამ გამოავლინა ნაკლები მსხვერპლი, ხოლო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს (ASC) მიერ მართული თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების პერსონალს აკლდა სპეციალიზებული ტრენინგი ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის. მთავრობის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის ნაკლებობამ შეაფერხა ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა. მთავრობას აკლდა ძალისხმევა იძულებითი სუროგაციის მოსაგვარებლად, მათ შორის იდენტიფიცირებისა და მსხვერპლთა დაცვის კუთხით“.

ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს პოლიციამ გამოიძია 15 საქმე (შვიდი სექსუალური ტრეფიკინგის, შვიდი შრომითი ტრეფიკინგის და ერთიც ტრეფიკინგის დაუდგენელი ფორმის საქმე), 2024 წელს ეს მაჩვენებელი 9 საქმეს შეადგენდა. გარდა ამისა, სისხლისსმართლებრივი დევნა დაიწყო 5 სავარაუდო დამნაშავის მიმართ, ორზე კი წინა წლებში დაწყებული დევნა გაგრძელდა. ანგარიშში ასევე წერია, რომ 2025 წელს მოხდა 6 მსხვერპლის ოფიციალურად იდენტიფიცირება, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 18 იყო.

ანგარიშში წერია, რომ დამკვირვებელთა შეფასებით, მთავრობის ძალისხმევა მსხვერპლთა იდენტიფიცირების მიმართულებით, განსაკუთრებით სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლთა შემთხვევაში, მთლიანობაში არაეფექტიანი იყო.

რაც შეეხება პრევენციას, ანგარიშში წერია, რომ მთავრობამ შეინარჩუნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი და განახორციელა 2025–2026 წლების სამოქმედო გეგმა (NAP). დოკუმენტის მიხედვით, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საბჭო ორჯერ შეიკრიბა.

„თუმცა, დამკვირვებელთა განცხადებით, პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობა არ ხორციელდებოდა“, – წერია ანგარიშში.

ანგარიშში მოხვდა შრომითი მიგრაციის კანონში ცვლილებებიც, რომელიც უცხოელებისთვის სავალდებულო სამუშაო ნებართვებს აწესებს და ზრდის ჯარიმებს სამუშაო ნებართვის გარეშე უცხოელთა დასაქმებისთვის.

რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს, უწყებამ განაცხადა, რომ საქართველო ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს.

„საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც, ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და ქმნის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს“, – წერია განცხადებაში.

უწყება ამბობს, რომ საქართველოს მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოწინავე პოზიციის დაკავება და საანგარიშო პერიოდში მიღწეული პროგრესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგია.

ამ საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედიან ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების, სახალხო დამცველის აპარატისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სრული სტატია წყაროზეწყარო: netgazeti.ge
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. სახ. დეპის ანგარიში ტრეფიკინგთან ბრძოლაზე - საქართველო პირველ კალათაში რჩება

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ნეტგაზეთი·19:10

“იგლ ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკოსები არ შეუშვეს

“იგლ ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკოსები არ შეუშვეს
ნეტგაზეთი·18:23

ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა

ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა
ნეტგაზეთი·18:12

ცაგერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა

ცაგერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა
ნეტგაზეთი·18:11

“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებიდან – ინტერვიუ

“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებიდან – ინტერვიუ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.