მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლი უსახური და უნებართვო ობიექტებისგან გათავისუფლდა - მუნიციპალური ინსპექცია
გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლი უსახური და უნებართვო ობიექტებისგან გათავისუფლდა - მუნიციპალური ინსპექცია

გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლი უსახური და უნებართვო ობიექტებისგან გათავისუფლდა - მუნიციპალური ინსპექცია

BM.GE21 მაისი, 2026, 15:36|bm.ge

გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლი უსახური და უნებართვო ობიექტებისგან გათავისუფლდა. ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია იტყობინება.

უწყების ცნობით, აღნიშნულ სანაპირო ზოლში ჯამში 40-მდე კომერციული ობიექტის - კაფე-ბარების, ბუნგალოების და სავაჭრო ჯიხურების დემონტაჟი განხორციელდა.

"ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის გაფრთხილების შემდეგ ნაგებობების უმრავლესობა მეპატრონეებმა თავად დაშალეს და ტერიტორიიდან გაიტანეს. კომერციული ობიექტები ზღვისპირა ზოლში სეზონურად მუშაობდნენ და სანებართვო ხელშეკრულებაც შესაბამისი ვადით ჰქონდათ. სანაპირო ინფრასტრუქტურა ტურისტული სეზონის დაწყებამდე მოწესრიგდება", - წერია ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებაში.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს ბათუმის ბულვარსა და მთელ ქალაქში სხვადასხვა კომერციული ობიექტების დემონტაჟი. შემდეგი ობიექტების დემონტაჟი უკვე დასრულებულია:

• 80-მდე სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის სამეწარმეო ობიექტი; • 25-მდე კვების ობიექტი (კაფე-ბარი, კლუბი); • 4 სანაპიროზე განთავსებული ე.წ. „ბრენდირებული პლაჟი“; • 10-მდე კაფე-ბარებზე მიშენებული უნებართვო კონსტრუქცია; • ბულვარის შესასვლელში მდებარე ქორწინების სახლი.

ბათუმში 120-მდე ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა - მიზეზებზე აჭარის მთავრობა

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ობიექტს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 38 სტატია.

  • მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდარუსთავი 2
  • მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდაიმედი
  • სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს - გაიგეთ მიზეზიტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
ობიექტს →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

BM.GE

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

BM.GE

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

BM.GE

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

BM.GE