მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "გორი ინნ"-ის ეზოში სამდღიანი "ვაშლიფესტი" გაიმართება
"გორი ინნ"-ის ეზოში სამდღიანი "ვაშლიფესტი" გაიმართება

"გორი ინნ"-ის ეზოში სამდღიანი "ვაშლიფესტი" გაიმართება

BM.GE15 ოქტომბერი, 2026, 23:22|bm.ge

30-31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს, სასტუმრო "გორი ინნ"-ის ეზოში ფესტივალი - "ვაშლიფესტი" გაიმართება.

ფესტივალზე დასწრება უფასოა.

როგორც BMG-ის სასტუმროს მფლობელმა ერეკლე კოკაიამ განუცხადა, ფესტივალი წელს პირველად ტარდება და იმედი აქვს, რომ ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.

მისივე თქმით, "ვაშლიფესტის" მთავარი მიზანი ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერა და შიდა ქართლში ტურიზმის გაძლიერებაა, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე უცხოელებს შორის.

"ვაშლიფესტი იქნება "ოქტობერფესტის" ქართული ვარიანტი.

გვსურს, გორის წარმოჩენას, როგორც შემოდგომაზე გამორჩეული, საინტერესო და ოჯახური დასვენებისთვის მიმზიდველი ტურისტული მიმართულების.

სასტუმროს ეზოში დაიდგმება დახლები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან ადგილობრივი ფერმერები და მწარმოებლები თავიანთი პროდუქციით. ბავშვების გართობაზე კი მთელი დღის განმავლობაში ანიმატორები იზრუნებენ", - აღნიშნა ერეკლე კოკაიამ.

"ვაშშლიფესტზე", სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ საქართველოში ნაკლებად ცნობილი ვაშლის კერძები, როგორიცაა ვაშლის ფრიტერი, ვაშლის ღვეზელები და ვაშლის სიდრი".

"ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 14 დახლი, სადაც ფერმერებსა და ადგილობრივ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, სტუმრებს საკუთარი პროდუქცია გააცნონ - ვაშლისგან დამზადებული პროდუქტებიდან დაწყებული, ხელნაკეთი ნივთებითა და აქსესუარებით დამთავრებული - და ამავდროულად, გაზარდონ საკუთარი პროდუქტისა და კომპანიის ცნობადობა. ფესტივალზე განხორციელებული პროდუქციის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი სრულად კომპანიებს დარჩებათ. გარე სივრცე დაეთმობა არა მხოლოდ დახლებს, არამედ გასართობ აქტივობებს, თამაშებს, ანიმატორებს, ფოტოს გადასაღებ სივრცეებსა და პატარა ფერმას", - აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

16 ოქტომბრის ღონისძიებების ანონსი

16 ოქტომბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE

ფასნამატის გამო, ქსელურ მარკეტებში პროდუქციის შეტანას დროებით აღარ ვაპირებთ - "მარიტა"

ფასნამატის გამო, ქსელურ მარკეტებში პროდუქციის შეტანას დროებით აღარ ვაპირებთ - "მარიტა"

BM.GE

STRAUSWERK - 7 ნოემბერს, ბერლინში თანამედროვე ქართული კულტურის ფესტივალი გაიმართება

STRAUSWERK - 7 ნოემბერს, ბერლინში თანამედროვე ქართული კულტურის ფესტივალი გაიმართება

BM.GE

Apple-ის კაპიტალიზაციამ $5-ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბა

Apple-ის კაპიტალიზაციამ $5-ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბა

BM.GE