მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო დააჯარიმეს - სეს
გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო დააჯარიმეს - სეს

გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო დააჯარიმეს - სეს

BM.GE10 აგვისტო, 2026, 17:24|bm.ge

გორის რაიონის სოფელ კარალეთში ფრინველთა უკანონო სასაკლაო გამოავლინეს - სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე თ. ჭ.-ის კუთვნილი ფრინველთა სასაკლაო შეამოწმეს.

"ინსპექტირების შედეგად ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. ამასთან, დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

გამოვლენილი დარღვევების გამო მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას. სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, საქმიანობა კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით განახორციელონ და არ აწარმოონ სურსათი შესაბამისი აღიარებისა და რეგისტრაციის გარეშე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

11-12 აგვისტოს ღამით ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება

11-12 აგვისტოს ღამით ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება

BM.GE

ირანის მოქალაქეები საქართველოში 12,800 კომპანიაში ფიგურირებენ, ეს სტატისტიკა კითხვებს აჩენს - EPRC

ირანის მოქალაქეები საქართველოში 12,800 კომპანიაში ფიგურირებენ, ეს სტატისტიკა კითხვებს აჩენს - EPRC

BM.GE

საპენსიო ფონდის პორტფელებიდან ყველაზე მაღალი ამონაგები - 7.45% დინამიურმა პორტფელმა აჩვენა

საპენსიო ფონდის პორტფელებიდან ყველაზე მაღალი ამონაგები - 7.45% დინამიურმა პორტფელმა აჩვენა

BM.GE

"აბსოლუტურად შემთხვევით შევხვდი ამ ქალბატონს" - კალაძე რუს ბლოგერთან ინტერვიუზე

"აბსოლუტურად შემთხვევით შევხვდი ამ ქალბატონს" - კალაძე რუს ბლოგერთან ინტერვიუზე

BM.GE