მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანის მოქალაქეები საქართველოში 12,800 კომპანიაში ფიგურირებენ, ეს სტატისტიკა კითხვებს აჩენს - EPRC
ირანის მოქალაქეები საქართველოში 12,800 კომპანიაში ფიგურირებენ, ეს სტატისტიკა კითხვებს აჩენს - EPRC

ირანის მოქალაქეები საქართველოში 12,800 კომპანიაში ფიგურირებენ, ეს სტატისტიკა კითხვებს აჩენს - EPRC

BM.GE10 აგვისტო, 2026, 18:20|bm.ge

საქართველოში ირანის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა 12,800-ს აჭარბებს - ეს მონაცემები ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) საქართველოში ირანული კომპანიების რაოდენობისა და მათი ეკონომიკური აქტივობის მიმოხილვის ფარგლებში გააანალიზა. ცენტრის შეფასებით, 2012 წლის შემდეგ საქართველოში რეგისტრირებული ირანული კომპანიების რაოდენობა დაახლოებით 510%-ით გაიზარდა, თუმცა ამავე პერიოდში ირანული ინვესტიციების მოცულობის შესაბამისი ზრდა არ დაფიქსირებულა.

„სტატისტიკა აჩენს მნიშვნელოვან კითხვას: რატომ იზრდება ირანული კომპანიების რაოდენობა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ინვესტიციების და, ზოგადად, ოფიციალური ფინანსური შემოდინებების მოცულობა?“ - აცხადებს ორგანიზაცია.

EPRC-ის მიერ გაანალიზებული მონაცემებით, 2025–2026 წლებისთვის საქართველოში რეგისტრირებული ირანული კომპანიების რაოდენობამ 12,800-ს გადააჭარბა. ამასთან, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ირანული ინვესტიციები ბოლო წლებში ძირითადად რამდენიმე მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

„2013 წლიდან 2024 წლამდე ჯამურად ირანულმა ინვესტიციებმა 41 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა პერიოდთან შედარებით ზრდა იყო, თუმცა ერთ კომპანიაზე გათვლით საკმაოდ მცირე თანხას შეადგენდა“, - აღნიშნავს EPRC.

2024 წელს ირანიდან საქართველოში წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უარყოფითი იყო და -0.65 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო 2025 წლის წინასწარი მონაცემებით, მაჩვენებელი დაახლოებით 0.4 მილიონ დოლარს შეადგენდა. შედეგად, ირანის წილი საქართველოს მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ოფიციალური სტატისტიკით უმნიშვნელო რჩება.

EPRC-ის შეფასებით, სწორედ კომპანიების რაოდენობისა და ინვესტიციების მოცულობას შორის არსებული განსხვავება აჩენს კითხვებს.

„სტატისტიკა აჩენს მნიშვნელოვან კითხვას: რატომ იზრდება ირანული კომპანიების რაოდენობა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ინვესტიციების და, ზოგადად, ოფიციალური ფინანსური შემოდინებების მოცულობა?“ - აცხადებს ორგანიზაცია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 197 სტატია.

  • მასუდ ფეზეშკიანი: ომის დროს აზერბაიჯანმა ირანს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიაიმედი
  • ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია ირანზე ეკონომიკური ზეწოლის შედეგებს აკვირდებარუსთავი 2
  • როგორ გადაიქცა საქართველო რუსეთისთვის და ირანისთვის სანქციების გვერდის ავლის მთავარ ტერიტორიადტვ პირველი
  • აშშ-ის სენატმა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების კანონპროექტი მიიღოფორმულა
ირანის →

მსგავსი სტატიები

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსად შემოსავლების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი დაინიშნა

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსად შემოსავლების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი დაინიშნა

BM.GE

ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი 63.7%-დან 55.6%-მდე შემცირდა - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი 63.7%-დან 55.6%-მდე შემცირდა - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

BM.GE

გვინდა, სექტემბრისთვის ჭოველიძის ქუჩიდან ელბაქიძის აღმართამდე მონაკვეთი მოწესრიგდეს - კახა კალაძე

გვინდა, სექტემბრისთვის ჭოველიძის ქუჩიდან ელბაქიძის აღმართამდე მონაკვეთი მოწესრიგდეს - კახა კალაძე

BM.GE

11-12 აგვისტოს ღამით ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება

11-12 აგვისტოს ღამით ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება

BM.GE