მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს - სეს
გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს - სეს

გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს - სეს

BM.GE2 სექტემბერი, 2026, 16:22|bm.ge

გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. სეს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ფიზიკური პირი გ. ს.-ის და ინდივიდუალური მეწარმე ვ. ხ.-ის (მისამართი: გორი, სოფელი კარალეთი) კუთვნილი ფრინველთა სასაკლაოები.

"ინსპექტირების შედეგად ობიექტებზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ორივე ბიზნესოპერატორი ფრინველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კლავდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ", - ნათქვამია სეს-ის გავრცელებულ პრესრელიზში.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და ბიზნესოპერატორებს კანონმდებლობით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლიბერთიმ მოსწავლის „პირველი ბარათი“ წარადგინა

ლიბერთიმ მოსწავლის „პირველი ბარათი“ წარადგინა

BM.GE

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანების პროექტს შემდეგ სასესიო კვირას მივიღებთ - პაპუაშვილი

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანების პროექტს შემდეგ სასესიო კვირას მივიღებთ - პაპუაშვილი

BM.GE

პოლიტიკურ ჭრილში საკითხის გადატანა აჩვენებს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია - შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილზე

პოლიტიკურ ჭრილში საკითხის გადატანა აჩვენებს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია - შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილზე

BM.GE

კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურაზე ₾143 მილიონამდე დაიხარჯება - სამინისტრო

კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურაზე ₾143 მილიონამდე დაიხარჯება - სამინისტრო

BM.GE