მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურაზე ₾143 მილიონამდე დაიხარჯება - სამინისტრო
კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურაზე ₾143 მილიონამდე დაიხარჯება - სამინისტრო

კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურაზე ₾143 მილიონამდე დაიხარჯება - სამინისტრო

BM.GE2 სექტემბერი, 2026, 17:23|bm.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს კახეთის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული 143 მილიონ ლარამდე ღირებულების კაპიტალური პროექტები განხორციელდება.

მათ შორის, თელავის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2026 წელს 19 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტებია დაგეგმილი. მათ შორის, 5.6 მილიონი ლარის ღირებულების ორი პროექტი უკვე მიმდინარეობს, ხოლო 13.6 მილიონი ლარის ღირებულების სამი კაპიტალური პროექტის განხორციელება დაგეგმილია.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სოფელ იყალთოში მდებარე ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის იყალთოს დიუკერისა და ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის კისისხევის დიუკერის რეაბილიტაცია. სამუშაოების დასრულების შედეგად, წყალუზრუნველყოფა 6 715 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

2026 წელს დაგეგმილი სამი კაპიტალური პროექტი მოიცავს სოფელ ვანთას ტერიტორიაზე ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელი არხის რეაბილიტაციას, ასევე ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელი არხის რეაბილიტაციას. ამასთან, ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობაზე განხორციელდება გამრეცხი ფარების ელექტრო-მექანიკური მოწყობილობებისა და წყალსაცემი ფილის აღდგენა-რეაბილიტაცია და მოეწყობა ავარიული წყალსაგდები.

"აღნიშნული პროექტების განხორციელება რამდენიმე ასეულ ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

თელავის მუნიციპალიტეტში 2026 წელს კაპიტალურ პროექტებთან ერთად, სარწყავ სისტემებზე საექსპლუატაციო სამუშაოებიც განხორციელდა. გაიწმინდა და მოწესრიგდა 25 კმ სიგრძის სამელიორაციო არხები და 10.5 კმ მილსადენი; შეკეთდა 2 მსხვილი ჰიდროტექნიკური ნაგებობა, ასევე შეკეთდა და შეიცვალა სხვადასხვა ტიპის 176 ჰიდროტექნიკური ნაგებობა.

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით სამუშაოები მიმდინარეობს კახეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. 2026 წელს რეგიონში უკვე დასრულებულია 4 სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროექტი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 10 პროექტი, ხოლო დაგეგმილია 16 პროექტის განხორციელება. ჯამში, კახეთის რეგიონში 143 მილიონ ლარამდე ღირებულების კაპიტალური პროექტები განხორციელდება.

ამასთან, კახეთის რეგიონში საექსპლუატაციო ღონისძიებების ფარგლებში გაიწმინდა და მოწესრიგდა 180 კმ სიგრძის სამელიორაციო არხები და 15 კმ მილსადენი; შეკეთდა 3 მსხვილი ჰიდროტექნიკური ნაგებობა, ასევე შეკეთდა და შეიცვალა სხვადასხვა ტიპის 519 ჰიდროტექნიკური ნაგებობა.

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო და საექსპლუატაციო სამუშაოები ხელს უწყობს სარწყავი სისტემების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ფერმერებისთვის სარწყავი წყლის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფას",- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, რუსთაველის გამზირზე მოქმედი ბიზნესებს შეხვდეს

კახა კალაძე მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, რუსთაველის გამზირზე მოქმედი ბიზნესებს შეხვდეს

BM.GE

ლევან იოსელიანი პაემნის გაუქმებაზე ღარიბაშვილს შეხვდა|პენიტენციურის განცხადებით, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა

ლევან იოსელიანი პაემნის გაუქმებაზე ღარიბაშვილს შეხვდა|პენიტენციურის განცხადებით, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა

BM.GE

"მყიდველები მიმწოდებლებს ცალმხრივად და უსამართლოდ უწესებენ პირობებს" - მთავრობა სუპერმარკეტების რეგულირებაზე მუშაობას ისევ გეგმავს

"მყიდველები მიმწოდებლებს ცალმხრივად და უსამართლოდ უწესებენ პირობებს" - მთავრობა სუპერმარკეტების რეგულირებაზე მუშაობას ისევ გეგმავს

BM.GE

არ გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ რუსთაველის რეაბილიტაცია გახანგრძლივდება - კახა კალაძე

არ გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ რუსთაველის რეაბილიტაცია გახანგრძლივდება - კახა კალაძე

BM.GE