მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. GPR Nuts: არ ვფიქრობთ, რომ წელს ქართული თხილის საექსპორტო ფასები ძალიან მაღალი იქნება
GPR Nuts: არ ვფიქრობთ, რომ წელს ქართული თხილის საექსპორტო ფასები ძალიან მაღალი იქნება

GPR Nuts: არ ვფიქრობთ, რომ წელს ქართული თხილის საექსპორტო ფასები ძალიან მაღალი იქნება

BM.GE4 სექტემბერი, 2026, 05:00|bm.ge

ქართული თხილის მიმართ საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა კვლავ აქტიურია, თუმცა მიმდინარე სეზონზე საექსპორტო ფასების მკვეთრ ზრდას არ ელოდებიან. ამის შესახებ “ბლუ ბერდ ბერიზ"-ისა და GPR Nuts-ის დამფუძნებელმა ბაია სალუქვაძემ BMGTV-ის ეთერში “ქალების ნარატივი” განაცხადა.

მისი თქმით, ქართული თხილის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები ფასის ფორმირებაზე გავლენას ახდენს, თუმცა მოთხოვნა პროდუქტზე კვლავ მაღალია.

„ხარისხი არის ერთ-ერთი გადამწყვეტი მყიდველების ქცევიდან გამომდინარე და ფასის წარმოქმნასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ მოთხოვნა ისევ წელს აქტიურია ქართულ თხილზე, თუმცა არ ვფიქრობთ, რომ საექსპორტო ფასები იქნება ძალიან მაღალი“, - განაცხადა სალუქვაძემ.

მისივე შეფასებით, ფასებზე გავლენას მოახდენს საერთაშორისო ბაზარზე არსებული კონკურენციაც. კერძოდ, თურქეთში წელს მაღალი მოსავალია მოსალოდნელი, რაც ქართული თხილის ექსპორტს დამატებით კონკურენციას უქმნის.

„თურქეთს აქვს საკმაოდ მაღალი მოსავალი და სხვა მწარმოებელ ქვეყნებსაც და ეს, რასაკვირველია, ქართულ თხილს და ქართული თხილის ექსპორტს და რეალიზებას შეუქმნის კონკურენციას საერთაშორისო ბაზარზე და განსაკუთრებით ევროკავშირის ბაზარზე“, - აღნიშნა მან.

სალუქვაძის თქმით, ქართული თხილისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხარისხის შენარჩუნება, რადგან ევროკავშირის ბაზარი პროდუქტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური შემსყიდველია. მისივე განმარტებით, კომპანიებს შესაძლოა წელს მაღალი ხარისხის პროდუქციის სპეციფიკაციების სრულად დაკმაყოფილება გაუჭირდეთ, თუმცა არსებული მომხმარებლების შენარჩუნება პრიორიტეტული იქნება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანის ეკონომიკური კრიზისი ბოლო ათწლეულების უმძიმეს ნიშნულამდე გაღრმავდა

ირანის ეკონომიკური კრიზისი ბოლო ათწლეულების უმძიმეს ნიშნულამდე გაღრმავდა

BM.GE

"მანჩესტერ სიტიმ" ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე დახარჯული თანხით რეკორდი მოხსნა

"მანჩესტერ სიტიმ" ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე დახარჯული თანხით რეკორდი მოხსნა

BM.GE

Chevron, Eni და სხვა ენერგოგიგანტები ვენესუელაში ნავთობის მოპოვების გაფართოებას გეგმავენ

Chevron, Eni და სხვა ენერგოგიგანტები ვენესუელაში ნავთობის მოპოვების გაფართოებას გეგმავენ

BM.GE

ლევან ქვარიანი: ფერმერების მიერ მიღებული შემოსავალი შარშანდელთან შედარებით 10-15%-ით გაიზარდა

ლევან ქვარიანი: ფერმერების მიერ მიღებული შემოსავალი შარშანდელთან შედარებით 10-15%-ით გაიზარდა

BM.GE