მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მანჩესტერ სიტიმ" ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე დახარჯული თანხით რეკორდი მოხსნა
"მანჩესტერ სიტიმ" ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე დახარჯული თანხით რეკორდი მოხსნა

"მანჩესტერ სიტიმ" ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე დახარჯული თანხით რეკორდი მოხსნა

BM.GE4 სექტემბერი, 2026, 04:50|bm.ge

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბებმა ფეხბურთელებში ჯამში 3 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯეს, “მანჩესტერ სიტიმ” კი ფანჯრის ბოლო დღეს ახალი რეკორდი დაამყარა.

ენცო მარესკას გუნდმა “ევერტონიდან” ილიმან ნდიაი 70 მილიონ ევროდ, ხოლო “ჩელსიდან” ენცო ფერნანდესი 145 მილიონ ევროდ შეიძინა. შედეგად, “სიტი” გახდა ისტორიაში პირველი კლუბი, რომელმაც ერთ სატრანსფერო ფანჯარაში 500 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა და ამით “ლივერპულის” მიერ გასულ სეზონში დამყარებული რეკორდი 483 მილიონი ევრო დაამხო.

ქალაქელებმა ზაფხულში ახალბედების შესაძენად სულ 526.2 მილიონი ევრო დახარჯეს. თუმცა, კოლოსალური ხარჯები, გარკვეულწილად, გაყიდვებიდან მიღებულმა 337 მილიონმა შეამცირა, რის შედეგადაც მათმა საერთო სუფთა ხარჯმა 189 მილიონი ევრო შეადგინა. ნდიაისა და ფერნანდესის გარდა, გუნდმა დიდი თანხები ელიოტ ანდერსონისა (135 მილიონი ევრო) და აიუბ ბუადის (95 მილიონი ევრო) სანაცვლოდ გადაიხადა.

საფეხბურთო პორტალმა Transfermarkt-მა გამოაქვეყნა რეიტინგი, რომლის მიხედვითაც ფეხბურთის ისტორიაში ერთ სატრანსფერო ფანჯარაში კლუბების მიერ დახარჯული ყველაზე დიდი თანხებია ასახული:

• მანჩესტერ სიტი - €526 მლნ (ზაფხული 26/27) • ლივერპული - €483 მლნ (ზაფხული 25/26) • ჩელსი - €448 მლნ (ზაფხული 23/24) • ჩელსი - €407 მლნ (ზაფხული 26/27) • ტოტენჰემი - €366 მლნ (ზაფხული 26/27) • ალ-ჰილალი - €353 მლნ (ზაფხული 23/24) • პსჟ - €350 მლნ (ზაფხული 23/24) • რეალ მადრიდი - €331 მლნ (ზაფხული 19/20) • ჩელსი - €330 მლნ (ზამთარი 22/23) • ნიუკასლ იუნაიტედი - €301 მლნ (ზაფხული 26/27)

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანის ეკონომიკური კრიზისი ბოლო ათწლეულების უმძიმეს ნიშნულამდე გაღრმავდა

ირანის ეკონომიკური კრიზისი ბოლო ათწლეულების უმძიმეს ნიშნულამდე გაღრმავდა

BM.GE

GPR Nuts: არ ვფიქრობთ, რომ წელს ქართული თხილის საექსპორტო ფასები ძალიან მაღალი იქნება

GPR Nuts: არ ვფიქრობთ, რომ წელს ქართული თხილის საექსპორტო ფასები ძალიან მაღალი იქნება

BM.GE

Chevron, Eni და სხვა ენერგოგიგანტები ვენესუელაში ნავთობის მოპოვების გაფართოებას გეგმავენ

Chevron, Eni და სხვა ენერგოგიგანტები ვენესუელაში ნავთობის მოპოვების გაფართოებას გეგმავენ

BM.GE

ლევან ქვარიანი: ფერმერების მიერ მიღებული შემოსავალი შარშანდელთან შედარებით 10-15%-ით გაიზარდა

ლევან ქვარიანი: ფერმერების მიერ მიღებული შემოსავალი შარშანდელთან შედარებით 10-15%-ით გაიზარდა

BM.GE