მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გრანტების მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება - ირაკლი კობახიძე
გრანტების მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება - ირაკლი კობახიძე

გრანტების მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება - ირაკლი კობახიძე

BM.GE17 სექტემბერი, 2026, 17:29|bm.ge

გრანტების მართვის სააგენტო არის მილევად რეჟიმში და წლის ბოლომდე დაიხურება - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრემიერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები „ხელოვნური ფენომენია“, რომელთა ერთადერთი მიზანი ერთი სახელმწიფოს მიერ მეორეში პოლიტიკური ინტერვენციაა.

„ენჯეო არის ხელოვნური ფენომენი, რომელიც არის მოგონილი ხელოვნურად, უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის. როდესაც ჩვენ შევქმენით შესაბამისი სააგენტო, გამოჩნდა, რომ ეს ასეა... ენჯეოს ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს ერთი სახელმწიფოს ინტერვენცია მეორე სახელმწიფოში. ამისთვის მოიგონეს ენჯეოები თავის დროზე“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ერთი საუკუნის წინ სექტორი საერთოდ არ არსებობდა, მოგვიანებით კი იგი უცხოური ჩარევის ინსტრუმენტად იქცა, რისი მაგალითებიც საქართველოშიც გამოჩნდა.

„ერთი საუკუნის წინ ენჯეოები არ არსებობდნენ. შემდეგ მოიგონეს და ენჯეოებს იყენებდნენ, როგორც უცხოური ინტერვენციის მთავარ ინსტრუმენტს. ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ მოვიგონოთ ენჯეოები და ასეთი რამ დავაფინანსოთ, ასეთი რამ არასწორია, შესაბამისად, ამის გამო მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება“.

"გრანტის მართვის სააგენტო" გასული წლის 15 აპრილს შეიქმნა, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ინიციატივით პარლამენტმა მიიღო არაერთი სადავო კანონი, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორებისგან მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას ზღუდავს. სააგენტოს ხელმძღვანელად თამარ ზოდელავა დაინიშნა, რომელიც 2003 წლიდან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)-ის გუნდში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. ის ასევე იყო ევროპის საბჭოს პროექტის მრჩეველი და აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო მმართველობის რეფორმის რეგიონული ფონდის პროექტის მენეჯერი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 178 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

გუდაურში სასტუმროების ფასები 10-15%-ით გაიზარდა - ჰოტელიერი ზამთრის სეზონზე

გუდაურში სასტუმროების ფასები 10-15%-ით გაიზარდა - ჰოტელიერი ზამთრის სეზონზე

BM.GE

საფრანგეთის პარლამენტმა ინტერნეტტრაფიკზე ახალი გადასახადი დაამტკიცა - რას გულისხმობს კანონპროექტი?

საფრანგეთის პარლამენტმა ინტერნეტტრაფიკზე ახალი გადასახადი დაამტკიცა - რას გულისხმობს კანონპროექტი?

BM.GE

რუსული ემბარგო პოლიტიკური ყურის აწევაა ივანიშვილის ხელისუფლებისთვის - საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში

რუსული ემბარგო პოლიტიკური ყურის აწევაა ივანიშვილის ხელისუფლებისთვის - საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში

BM.GE

საქართველოში ხის მასალის იმპორტი $15 მილიონამდე შემცირდა - მთავარი მომწოდებელი რუსეთია

საქართველოში ხის მასალის იმპორტი $15 მილიონამდე შემცირდა - მთავარი მომწოდებელი რუსეთია

BM.GE