მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. GREDA სახელმწიფოსგან გენერაციის შეზღუდვაზე რისკების გადანაწილების სტრატეგიას ელოდება
GREDA სახელმწიფოსგან გენერაციის შეზღუდვაზე რისკების გადანაწილების სტრატეგიას ელოდება

GREDA სახელმწიფოსგან გენერაციის შეზღუდვაზე რისკების გადანაწილების სტრატეგიას ელოდება

BM.GE26 სექტემბერი, 2026, 17:33|bm.ge

ენერგეტიკის სექტორში მაის-ივნისში შექმნილი კრიზისის ფონზე, განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციაში (GREDA) მიაჩნიათ, რომ კერძო და საჯარო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და სპეციალური სტრატეგიის შემუშავება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

როგორც GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე BMG-სთან აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ სექტორმა გაზაფხულზე შექმნილი რთული პერიოდი გადალახა, მომავალ წელს მსგავსი შეზღუდვების გაგრძელებამ შესაძლოა, კომპანიებს საბანკო ვალდებულებების მომსახურება გაურთულოს.

როგორც მაია მელიქიძე აღნიშნავს, ენერგეტიკული კომპანიებისთვის განსაკუთრებულ ტვირთს პიკური გენერაციისა და წყალუხვობის პერიოდი წარმოადგენს, რაც სახელმწიფოსთან ეფექტური კომუნიკაციით უნდა მოგვარდეს.

„თუ მომავალ წელს, შეზღუდვებთან დაკავშირებით, სტრატეგიული თვალსაზრისით, იგივე პოლიტიკა გატარდება, საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე დადგება სექტორი. ის კრიზისი, რომელიც მაისსა და ივნისში დადგა, სექტორმა ძალიან მძიმედ, მაგრამ შეძლო და გადალახა. მომავალ წელს, ვფიქრობ, ჩვენ აქტიური კომუნიკაციის შედეგად უნდა ჩამოვაყალიბოთ ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე კერძო და საჯარო სექტორს შორის ის სტრატეგია, რომლითაც კერძო სექტორი შეძლებს ის ტვირთი, რაც დაკავშირებულია წყალუხვობის პერიოდთან და ელექტროენერგიის გენერაციის პიკურ მდგომარეობასთან, ისე დაბალანსდეს, რისკები ისე გადანაწილდეს, რომ კერძო სექტორმა შეძლოს აღებული ვალდებულებების გასტუმრება კომერციული ბანკების მიმართ“, - აცხადებს მაია მელიქიძე BMG-სთან.

პრობლემის გადასაჭრელად GREDA საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) მიერ შემუშავებული მოდელების განხილვას გეგმავს.

„ამ ეტაპისთვის საჭირო არის საერთაშორისო პრაქტიკის კარგად გაცნობა. მე ვიცი, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ფარგლებში რამდენიმე მოდელი არის ჩამოყალიბებული. ჩვენ ველოდებით იმ კომუნიკაციას, სადაც დეტალურად განვიხილავთ, რომელი მოდელი იქნება საქართველოსთვის ყველაზე უფრო სასურველი და მოერგება რეალობას“, - აღნიშნავს GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"რატომ გაატარეს მოსწავლეებმა თუნდაც ერთი დღე საფრთხის ქვეშ?" - ვანო გომურაშვილი N21 სკოლის კრიზისზე

"რატომ გაატარეს მოსწავლეებმა თუნდაც ერთი დღე საფრთხის ქვეშ?" - ვანო გომურაშვილი N21 სკოლის კრიზისზე

BM.GE

ვის შემოაქვს კვერცხი საქართველოში? - იმპორტიორები

ვის შემოაქვს კვერცხი საქართველოში? - იმპორტიორები

BM.GE

მცხეთა-მთიანეთში 25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტი 3-მა სტარტაპმა მოიპოვა - GITA

მცხეთა-მთიანეთში 25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტი 3-მა სტარტაპმა მოიპოვა - GITA

BM.GE

ტოკიოს საერთაშორისო გამოფენა Tourism EXPO Japan-ში 10-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა

ტოკიოს საერთაშორისო გამოფენა Tourism EXPO Japan-ში 10-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა

BM.GE