
GTA VI - გლობალური ფენომენი, რომელმაც გეიმინგ ინდუსტრიის წესები შეცვალა
19 ნოემბერს Grand Theft Auto, იგივე ჯეტია გამოვიდა და დაასრულა Rockstar Games-ის ინდუსტრიის გულშემატკივართა 13-წლიანი მოლოდინი.
ხუთშაბათს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული და მასშტაბური გასართობი პროდუქტი ოფიციალურად ჩაეშვა. პროექტმა, რომელზეც $1 მილიარდზე მეტი დაიხარჯა, მხოლოდ წინასწარი გაყიდვებით უკვე ამოიღო ეს თანხა და Rockstar-ს $1.5 მილიარდის შემოსავალი მოუტანა. როგორ იქცა ერთი ვიდეოთამაში გლობალურ ეკონომიკურ ფენომენად? - ამას ვრცლად ამ სტატიიდან გაიგებთ.
19 ნოემბერი გლობალური გასართობი ინდუსტრიისთვის ისტორიული დღე აღმოჩნდა - 13-წლიანი პაუზისა და ორი გადადების შემდეგ, ეკრანებზე Grand Theft Auto-ს, ან როგორც მოთამაშეები უწოდებენ ხოლმე, ჯეტიას მეექვსე ნაწილი გამოვიდა.
იმის უკეთ აღსაქმელად, თუ რამდენად დიდი დრო გავიდა წინა ნაწილის, ანუ 2013 წლის GTA 5-ის გამოსვლიდან დღემდე, შეგახსენებთ, რომ ამ პერიოდში საქართველოში 4 პრეზიდენტი და 6 პრემიერ-მინისტრი შეიცვალა.
აღსანიშნი ფაქტია ის, რომ მაშინ, როცა გეიმინგ ინდუსტრია სტაგნაციასა და 2023 წლიდან მოყოლებული დეველოპერების მასობრივ სიმწირეს უჩივის, Rockstar Games-მა მაინც შეძლო ბაზარზე თავისი უდიდესი პროექტის წარმატებით გამოიყვანა.
ვიდრე იმას შეიტყობთ, თუ რას უნდა ელოდონ მოთამაშეები, ყურადღება ამ პროექტის ფინანსურ მასშტაბზე უნდა გავამახვილოთ.
ანალიტიკოსების შეფასებით, მხოლოდ დეველოპმენტსა და მარკეტინგზე კომპანიამ მინიმუმ $1 მილიარდზე მეტი, ანუ, დაახლოებით 2.6 მილიარდი ლარი დახარჯა. შედარებისთვის, კინოისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფილმის „ვარსკვლავური ომების“ მეშვიდე ეპიზოდის ბიუჯეტმა $727 მილიონი შეადგინა. მარტივად რომ ვთქვათ, GTA 6 კაცობრიობის ისტორიაში შექმნილი ყველაზე ძვირადღირებული მედიაპროდუქტი გახდა.
რაც შეეხება უკუგებას, ანუ იმ მიღებულ შემოსავალს, რამაც უნდა გაამართლოს 13-წლიანი მუშაობაც და პროექტზე დახარჯული ყოველი დოლარიც, ამ მხრივ მოლოდინები თავიდანვე მაღალი იყო და ეს მოლოდინები არ გაცრუებულა. მით უმეტეს, რომ GTA 6-მა ჯერ კიდევ 2013 წელს გამოსვლის პირველივე კვირას რეკორდული $1 მილიარდი დოლარი მოუტანა Rockstars-ს.
GTA 6-ის შემთხვევაში კი მოლოდინები კიდევ უფრო დიდია. ანალიტიკოსების პროგნოზით, თამაში მხოლოდ პირველ კვირაში $5 მილიარდს გამოიმუშავებს. ლარებში რომ გადავაკონვერტიროთ, საუბარია თითქმის 13 მილიარდზე.
მეტი სიცხადისთვის, ეს არის დაახლოებით იგივე თანხა, რაც FIFA-მ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩის ბილეთებისა და სტუმარმასპინძლობის სერვისების გაყიდვით მიიღო.
იმის მიუხედავად, რომ ციფრები თავად მეტყველებენ პროექტის პოპულარობაზე, ბევრი ადამიანი მაინც კითხულობს, თუ რა არის ამ თამაშში ასეთი განსაკუთრებული, რომ მილიონობით ადამიანს უჩენს სურვილს, ეკრანებს მიეჯაჭვოს და საკუთარი დრო ციფრული პერსონაჟების ცხოვრებით ცხოვრებას დაახარჯოს.
საქმე ის არის, რომ აქ საქმე მხოლოდ სროლასა და მანქანების ტარებას არ ეხება. საუბარია თამაშზე, რომელიც გეიმერებს აქამდე არნახულ რეალიზმს, მოქმედების სრულ თავისუფლებასა და უნიკალურ სცენარს სთავაზობს.
თამაშში მოქმედება გამოგონილ შტატ ლეონიდაში, ანუ ფლორიდის პროტოტიპში და საკულტო ქალაქ Vice City-ში ვითარდება, რომელიც მაიამის ვირტუალური ასლია. საინტერესო ფაქტია, რომ ჯეტიას ისტორიაში პირველად ვხვდებით ქალ მთავარ პერსონაჟს, ლუსია კამინოსს, რომელიც თავის პარტნიორ ჯეისონ დუვალთან ერთად კრიმინალურ თავგადასავალში გაეხვევა.
თუმცა, ჯეტია ექვსს გეიმერები მხოლოდ ორი ციფრული პერსონაჟის ისტორიის გაცნობისთვის არ თამაშობენ. მთელ ინტერესს ის ფიზიკური რეალიზმი, ის ღია სამყაროში ქმნის, რომელიც აძლევს გეიმერს საშუალებას, ითამაშოს ისე, როგორც უნდა. გაისეირნოს იქ სადაც მოესურვება და გაერთოს ისე, როგორც ენდომება.
საინტერესო ფაქტია, რომ ამ რეალიზმის მიღწევისთვის ლოს-ანჯელესში მომუშავე სცენარისტების დიდმა ჯგუფმა თამაშის სრულიად უბრალო, ფონურ პერსონაჟებს, ეგრეთ წოდებულ NPC-ებს, საკუთარი ყოველდღიური რუტინა, სამსახურები, სახლები და სრულფასოვანი დიალოგები გაუწერა და მხოლოდ მათთვის 600,000 ანიმაცია შექმნა. მარტივად რომ ვთქვათ, Rockstar-მა ააგო ცოცხალი ციფრული ეკოსისტემა, სადაც მოთამაშეს შეუძლია წლების ან ათწლეულების განმავლობაშიც კი იცხოვროს.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ მრავალწლიან მიჯაჭვულობაზე დგას Rockstar-ისა და მისი მფლობელი კომპანიის, Take-Two-ს ფინანსური სტრატეგია, რომლიდანაც მხოლოდ პირველ ერთ კვირაში კომპანია $5 მილიარდი დოლარის მიღებას ელოდება. მომდევნო 1 წლის განმავლობაში კი $20 მილიარდზე მეტის გამომუშავებას.
შემოსავლების კონტროლისთვის გადაწყდა ისიც, რომ GTA 6 ჯერჯერობით მხოლოდ PlayStation 5-ისა და Xbox-ის კონსოლებზე გამოსულიყო, ხოლო პერსონალური კომპიუტერების, ანუ PC-ვერსიის თარიღი არც კი დაანონსებულიყო. არსებობს მოსაზრება, რომ ის მომავალი წლის პირველ კვარტალში, ანუ მარტის ბოლომდე უნდა გამოვიდეს, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ დაუზუსტებელია.
ფასს რაც შეეხება, Grand Theft Auto-ს მე-6 ნაწილი 200-დან 270 ლარამდე დაუჯდება ნებისმიერ მსურველს.
GTA 6 გეიმინგის მოყვარულთათვის არ არის უბრალოდ ვიდეოთამაში - ის თანამედროვეობის ყველაზე წარმატებული გასართობი პროექტია, რომელიც კინოსა და მუსიკის ინდუსტრიებს რეალურ კონკურენციას გაუწევს.
BM.GE
წყარო: bm.ge