მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კირცხალია განმარტავს, რატომ მოუხსნეს დაცვა მამუკა მდინარაძეს
კირცხალია განმარტავს, რატომ მოუხსნეს დაცვა მამუკა მდინარაძეს

კირცხალია განმარტავს, რატომ მოუხსნეს დაცვა მამუკა მდინარაძეს

BM.GE22 ნოემბერი, 2026, 20:28|bm.ge

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა შესაბამისი სამსახურების მიერ რისკების შეფასების საფუძველზე მოუხსნეს, მის მიმართ გამოძიების შესაძლო დაინტერესებაზე კი ინფორმაცია ან მოლოდინი არ არსებობს - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიას განმარტებით, სახელმწიფო დაცვის საკითხი მუდმივად ფასდება და გადაწყვეტილებები ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირების გადაადგილებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით მიიღება.

„როდესაც დაცვაზე გვაქვს საუბარი, განსაკუთრებით სახელმწიფო დაცვაზე, იქ არის თავისი სტანდარტები და რისკები. ფასდება რისკები, თუ რამდენად რისკის შემცველია ამა თუ იმ ყოფილი თუ მოქმედი სახელმწიფო თანამდებობის პირის გადაადგილება დაცვით თუ დაცვის გარეშე. ეს მუდმივ რეჟიმში ხდება.

თავიდან დადგენილება ზოგადად გამოიცემა და შემდეგ მუდმივად ხდება ამ ყველაფრის განახლება, არის თუ არა რისკი, რა საფრთხეა დღეს ქვეყანაში და ამ რისკების საფუძველზე ხდება შემდეგ გადაწყვეტილების მიღება.

დამერწმუნეთ, ამას სპეკულაციებს ნუ მოვაბამთ, ეს რისკები შეფასდა შესაბამისი სამსახურების მხრიდან და იქნა მიღებული ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული“, - განაცხადა კირცხალიამ.

ჯურნალისტის კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ მამუკა მდინარაძით გამოძიება დაინტერესდეს, უმრავლესობის ლიდერმა უპასუხა, რომ ამის შესახებ არც ინფორმაცია აქვს და არც მსგავსი მოლოდინი.

„ნამდვილად არ მაქვს რაიმე ინფორმაცია, არც მოლოდინი, რომ ვინმე ამ კუთხით რამეში დაინტერესდეს. კარგად იცით თქვენ ჩვენი მიდგომები, კარგად იცით ჩვენი სახელმწიფოს მიდგომები ყველამ“, - განაცხადა კირცხალიამ.

რაც შეეხება ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილის, გოგა თოდუას თანამდებობიდან წასვლას, კირცხალიას თქმით, თოდუამ გადაწყვეტილების მიზეზები საჯაროდ თავად განმარტა და ამ საკითხის მამუკა მდინარაძესთან მეგობრობასთან დაკავშირება სპეკულაციაა.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის მიერ მიმდინარე წლის 20 ნოემბერს ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა მთავრობის 2026 წლის 8 სექტემბრის №2078 განკარგულება, რომლითაც მდინარაძეს დაცვა ჰყოლოდა დანიშნული. თავდაპირველი დოკუმენტით, მას სახელმწიფო დაცვა 2027 წლის 1 აგვისტომდე უნდა ჰყოლოდა, თუმცა 20 ნოემბრის განკარგულებაში გადაწყვეტილების მიღების კონკრეტული მიზეზები მითითებული არ არის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაცვის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 40 სტატია.

  • მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოეხსნაფორმულა
  • მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნესნეტგაზეთი
  • თორნიკე ჭეიშვილი: მტკიცება, რომ "ლელოს" ორმხრივი სანქციების დაწესების პირობა არ დაუდია და მათივე ლიდერის განცხადება, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ სანქციების შემოსაღებად, მტკნარი სიცრუეა. არაფერი დარჩენიათ, თუ არა სიცრუეზე ააგონ საკუთარი დაცვის სტრატეგია​რუსთავი 2
  • შოიგუ: ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღოტვ პირველი
დაცვის →

მსგავსი სტატიები

მონაცემთა ცენტრების ელექტრომოხმარება 2030 წლამდე გაორმაგდება - IEA

მონაცემთა ცენტრების ელექტრომოხმარება 2030 წლამდე გაორმაგდება - IEA

BM.GE

სუროგაციით მოსარგებლეთა 98% უცხოელია და სახელმწიფოს ნული კონტროლი აქვს ბავშვების ბედზე - კირცხალია

სუროგაციით მოსარგებლეთა 98% უცხოელია და სახელმწიფოს ნული კონტროლი აქვს ბავშვების ბედზე - კირცხალია

BM.GE

ინ ვიტრო განაყოფიერება რჩება, თუმცა სერვისით სარგებლობას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ – კირცხალია

ინ ვიტრო განაყოფიერება რჩება, თუმცა სერვისით სარგებლობას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ – კირცხალია

BM.GE

Nvidia-ს ყოფილ ხელმძღვანელთან დაკავშირებული ქალი ჩიპების კონტრაბანდის ქსელში ფიგურირებს – FT

Nvidia-ს ყოფილ ხელმძღვანელთან დაკავშირებული ქალი ჩიპების კონტრაბანდის ქსელში ფიგურირებს – FT

BM.GE