მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "გუდაურში მომდევნო ზამთრის სეზონისთვის აქტიურად ვემზადებით" - რა პროექტების განხორციელება იგეგმება?
"გუდაურში მომდევნო ზამთრის სეზონისთვის აქტიურად ვემზადებით" - რა პროექტების განხორციელება იგეგმება?

"გუდაურში მომდევნო ზამთრის სეზონისთვის აქტიურად ვემზადებით" - რა პროექტების განხორციელება იგეგმება?

BM.GE5 აგვისტო, 2026, 18:54|bm.ge

გუდაურში იგეგმება მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. მათ შორის შედის სასრიალო ტრასების ხელოვნური გათოვლიანების სისტემით აღჭურვა. შესაბამისი ტრასების ჯამური სიგრძე შეადგენს 7500 მეტრს. ასევე, სნოუპარკის არეალში დაგეგმილია ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგიროს მონტაჟი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ასევე დაგეგმილია ახალი „გუდაურას“ ტრასის აღჭურვა ღამის განათებით.

„ცალკე გამოვყოფ გუდაურის თემას, სადაც აქტიურად ვემზადებით მომდევნო ზამთრის სეზონისთვის. ამ სეზონისთვის გუდაურში იგეგმება მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. მათ შორის შედის სასრიალო ტრასების ხელოვნური გათოვლიანების სისტემით აღჭურვა. შესაბამისი ტრასების ჯამური სიგრძე შეადგენს 7500 მეტრს.

ასევე, სნოუპარკის არეალში დაგეგმილია ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგიროს მონტაჟი. საერთო სიგრძე არის 1400 მეტრი. ასევე, დაგეგმილია ბავშვებისთვის 200 მეტრი სიგრძის გადახურული მოძრავი ხალიჩის მონტაჟი. ამასთან ერთად, დაგეგმილი გვაქვს ორი ახალი სასრიალო ტრასის მოწყობა. საერთო სიგრძე არის 6 კილომეტრი. ასევე დაგეგმილია ახალი „გუდაურას“ ტრასის აღჭურვა ღამის განათებით. ეს ყველაფერი დაგეგმილია მომდევნო ზამთრის სეზონისთვის. შესაბამისი სამუშაოები დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო კომპანია „ემ თი ეი“ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის ინფრასტრუქტურის განახლებისა და გაფართოებისთვის 30 167 165 ლარის ღირებულების გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სავალუტო რეზერვების ზრდა ეროვნული ბანკის წარმატებული საქმიანობის შედეგია - ირაკლი კობახიძე

სავალუტო რეზერვების ზრდა ეროვნული ბანკის წარმატებული საქმიანობის შედეგია - ირაკლი კობახიძე

BM.GE

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა აქტიურ ფაზაში შევიდა - ირაკლი კობახიძე

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა აქტიურ ფაზაში შევიდა - ირაკლი კობახიძე

BM.GE

მთავრობა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის მეორე მედიკამენტის შესაძენად მუშაობს

მთავრობა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის მეორე მედიკამენტის შესაძენად მუშაობს

BM.GE

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

BM.GE