
გურამ კაშია საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლის ასისტენტი იქნება
BM.GE|bm.ge
გურამ კაშია საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლის ასისტენტი გახდება. Geo Team-ის ინფორმაციით, “ჯვაროსნების” ნაკრების ყოფილი კაპიტანი უკვე საქართველოშია და საქმეს სექტემბრის სანაკრებო პაუზიდანვე შეუდგება.წყაროს ცნობით, ნაკრები აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალურად კვირის ბოლომდე გამოაცხადებს.ეროვნული გუნდის რეკორდსმენმა კაშიამ, რომელსაც ნაკრების მაისურით 129 მატჩი აქვს ჩატარებული, სანაკრებო კარიერა ამ წლის ივნისში რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში დაასრულა.ვილი სანიოლის გუნდი სექტემბერი-ოქტომბრის სანაკრებო პაუზაზე ერთა ლიგის ოთხ მატჩს ჩაატარებს: 25 და 28 სექტემბერს, დინამო არენაზე, ჩრდილოეთ ირლანდიისა და უკრაინის წინააღმდეგ, ხოლო 2 და 5 ოქტომბერს გასვლაზე - უნგრეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge