მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გურჯაანის "ღვინის ქალაქის" გამარჯვებული კონცეფცია რამდენიმე დღეში გამოვლინდება - ინფრასტრუქტურის სამინისტრო
გურჯაანის "ღვინის ქალაქის" გამარჯვებული კონცეფცია რამდენიმე დღეში გამოვლინდება - ინფრასტრუქტურის სამინისტრო

გურჯაანის "ღვინის ქალაქის" გამარჯვებული კონცეფცია რამდენიმე დღეში გამოვლინდება - ინფრასტრუქტურის სამინისტრო

BM.GE21 მაისი, 2026, 14:18|bm.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკონკურსო კომისია გურჯაანის „ღვინის ქალაქის“ და ახტალის პარკის მოწყობის გამარჯვებულ არქიტექტურულ ბიუროებს რამდენიმე დღეში გამოავლენს. ამის შესახებ სამინისტრო იტყობინება.

კომისიამ გურჯაანის „ღვინის ქალაქის“ და ახტალის პარკის მოწყობის არქიტექტურული კონცეფციების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გუშინ გაიმართა. კომისიამ გურჯაანში მრავალფუნქციური სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული კომპლექსის -„ღვინის ქალაქის“ ხუთ არქიტექტურულ კონცეფციაზე იმსჯელა.

"პროექტების მიზანია შეიქმნას მრავალფუნქციური ცენტრი, რომელიც ერთდროულად ხელს შეუწყობს ქართული მემკვიდრეობის დაცვას და პოპულარიზაციას, ინოვაციური კვლევების მხარდაჭერას და რეგიონში ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას.

გურჯაანის „ღვინის ქალაქში“ მოეწყობა საგანმანათლებლო, მუდმივმოქმედი და დროებითი საგამოფენო სივრცეები, საკონსერვაციო ლაბორატორია და ფონდსაცავი, სპეციალიზებული ბიბლიოთეკა და ენოთეკა, დეგუსტაციის დარბაზი და გასტრონომიული სივრცეები,საზოგადოებრივი და რეკრეაციული ზონები, ასევე, HoReCa და სხვა კომერციული ერთეულები. ეზოს ნაწილი იქნება ვაზის ჯიშების საჩვენებელი კოლექცია, რომელიც მჭიდროდ დაუკავშირდება კომპლექსის თემატიკას.

საკონკურსო კომისიაზე წარდგენილი იყო, ასევე, ახტალის პარკის მოწყობის ექვსი არქიტექტურული კონცეფცია. პროექტები ითვალისწინებს ბალნეოლოგიური თვისებებით გამორჩეულ პარკში ბუნებრივ გარემოსთან თავსებადი, თანამედროვე გარემოს შექმნას, ასევე, პარკის ტერიტორიის ფუნქციურ ზონირებას და საბავშვო, სპორტული, კულტურულ-საგანმანათლებლო და რეკრეაციული სივრცეების დაგეგმვას", - წერია ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრეს-რელიზში.

ცნობისთვის, გურჯაანში „ღვინის ქალაქის“ პროექტირებისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გასულ თვეს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 455 000 ლარია. კონკურსის მონაწილე კომპანიებია შპს ატელიე არქიტექტსი, შპს აისინქი, შპს სტუდია 21, შპს არქიტექტორები.ჯი2 და შპს როიალ არტ ჯგუფი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 95 სტატია.

  • „იტალფარმაკო“ ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი: გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით, რათა გვეპოვა გზა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის საქართველოში „ჯივინოსტატის“ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ „ჯივინოსტატი“ საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. როდესაც პაციენტი, სახელმწიფო და ინდუსტრია ერთიანდებიან შეუძლებელი არაფერიაიმედი
  • განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ "ჯივინოსტატი" საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს - Italfarmaco-ს აღმასრულებელი დირექტორირუსთავი 2
  • საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდებაფორმულა
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
სამინისტროს →ინფრასტრუქტურის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

BM.GE

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

BM.GE

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

BM.GE

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

BM.GE