მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გურჯაანში ახტალის პარკის პროექტირება იწყება
გურჯაანში ახტალის პარკის პროექტირება იწყება

გურჯაანში ახტალის პარკის პროექტირება იწყება

BM.GE20 ივნისი, 2026, 18:06|bm.ge

გურჯაანში ახტალის პარკის პროექტირება იწყება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. მომსახურების ვადად 6 თვე განისაზღვრა.

ახტალის პარკში, პროექტის მიხედვით, დაიგეგმება საბავშვო, სპორტული, კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეები, ასევე, ტერიტორიაზე მოეწყობა რეკრეაციული არეალები, საფეხმავლო და ველო ბილიკების ქსელი.

პარკში განთავსდება საინფორმაციო ცენტრი, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები - ღია სცენა, ღონისძიებების მოედანი და მრავალფუნქციური პავილიონები. მოეწყობა ლანდშაფტური ობიექტები და შადრევნები.

პროექტირებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკოლოგიურ მდგრადობას, მცენარეების ადგილობრივი სახეობების გამოყენებას, ნარჩენების სეპარაციასა და ეკო-მასალების გამოყენებას.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ინდოეთის სასამართლომ Telegram-ის აკრძალვის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

ინდოეთის სასამართლომ Telegram-ის აკრძალვის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

BM.GE

ირანის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეს კეტავს

ირანის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეს კეტავს

BM.GE

გუდაური-ჯვრის უღელტეხილის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გუდაური-ჯვრის უღელტეხილის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

BM.GE

ირანთან შეთანხმების ფონზე, აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციების გამონაკლისის ვადა აღარ გაახანგრძლივა

ირანთან შეთანხმების ფონზე, აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციების გამონაკლისის ვადა აღარ გაახანგრძლივა

BM.GE