მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "გვინდა, მხარდაჭერის პროგრამები მაქსიმალურად რეალურ საჭიროებებს იყოს მორგებული" - სონღულაშვილი მეთხილეებს შეხვდა
"გვინდა, მხარდაჭერის პროგრამები მაქსიმალურად რეალურ საჭიროებებს იყოს მორგებული" - სონღულაშვილი მეთხილეებს შეხვდა

"გვინდა, მხარდაჭერის პროგრამები მაქსიმალურად რეალურ საჭიროებებს იყოს მორგებული" - სონღულაშვილი მეთხილეებს შეხვდა

BM.GE21 მაისი, 2026, 12:15|bm.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, დარგობრივი საბჭოს ფორმატში, თხილის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა - ინფორმაციას ამის შესახებ თავად სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქართული თხილის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე, საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდაზე, ფერმერებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების ხელმისაწვდომობასა და დარგში თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

საუბარი ასევე შეეხო აგროდაზღვევის მექანიზმებს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ეფექტიან ღონისძიებებსა და მაღალკვალიფიციური აგრონომების საჭიროებას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სექტორში არსებული გამოწვევების ეფექტიანად გადასაჭრელად, მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და დარგის წარმომადგენლებს შორის კოორდინაციისა და მუდმივი კომუნიკაციის გაძლიერება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დარგში არსებული გამოწვევები უშუალოდ სექტორის წარმომადგენლებისგან მოვისმინოთ და გადაწყვეტილებები ერთობლივი განხილვის საფუძველზე მივიღოთ. სწორედ ამიტომ შეიქმნა დარგობრივი საბჭოს ფორმატი, რომელიც ფერმერებთან და ბიზნესთან კოორდინაციის ეფექტიან პლატფორმად ჩამოყალიბდება. გვინდა, მხარდაჭერის პროგრამები მაქსიმალურად იყოს მორგებული რეალურ საჭიროებებს და სექტორის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყოს ხელი”, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დარგის წარმომადგენლების შეფასებით, სახელმწიფო პროგრამებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თხილის სექტორის გაძლიერებაში და ხელი შეუწყო სამრეწველო ბაღების განვითარებას.

„ბოლო წლებში თხილის სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, გაიზარდა თანამედროვე, სამრეწველო ტიპის ბაღების რაოდენობა და გაძლიერდა ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება. ამ პროცესში სახელმწიფო პროგრამებმა დიდი როლი შეასრულა, თუმცა დარგის განვითარებასთან ერთად იცვლება საჭიროებებიც. მნიშვნელოვანია, მხარდაჭერის მექანიზმები მეტად იყოს ორიენტირებული თანამედროვე მეურნეობების მოთხოვნებზე, რათა სექტორმა საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობა კიდევ უფრო გააძლიეროს“, - განაცხადა მეთხილე-ფერმერთა კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ოთარ შეროზიამ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს თხილის სექტორი სტაბილურად ვითარდება. ზრდის ტენდენცია შეინიშნება როგორც ექსპორტის რაოდენობის, ისე მიღებული შემოსავლების მიმართულებით. თხილი კვლავ რჩება ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქტად, რომლის ძირითადი ბაზრები ევროკავშირის ქვეყნები - იტალია, ესპანეთი, გერმანია და საფრანგეთია.

ცნობისთვის, საქსტატის თანახმად, 2026 წლის 4 თვეში საქართველოდან ექსპორტზე $59.7 მილიონის ღირებულების 5 498.9 ტონა თხილი და სხვა კაკალი გავიდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"თეგეტამ" Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა

"თეგეტამ" Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა

BM.GE

გერმანული ხარისხი და დაცული ინვესტიცია - რას სთავაზობს "ელპლუსისა" და Bosch-ის პარტნიორობა ქართულ ბაზარს?

გერმანული ხარისხი და დაცული ინვესტიცია - რას სთავაზობს "ელპლუსისა" და Bosch-ის პარტნიორობა ქართულ ბაზარს?

BM.GE

საქართველოში დაგეგმილია ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ვიზიტი - მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოში დაგეგმილია ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ვიზიტი - მთავრობის ადმინისტრაცია

BM.GE

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმები გაორმაგდა და 4 თვეში 108 მილიონს მიაღწია

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმები გაორმაგდა და 4 თვეში 108 მილიონს მიაღწია

BM.GE