მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გზა გალიდან კოლორადომდე - გაიცანით ილია ჯახაია, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში
გზა გალიდან კოლორადომდე - გაიცანით ილია ჯახაია, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში

გზა გალიდან კოლორადომდე - გაიცანით ილია ჯახაია, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში

BM.GE11 აგვისტო, 2026, 20:31|bm.ge

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი 2014 წლიდან Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად საკუთარ სტიპენდიატებს ავლენს და მათ აშშ-ში სწავლას სრულად უფინანსებს.

საქართველოს ბანკის 2026 წლის სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში ილია ჯახაია გახდა. ის სწავლას Colorado School of Mines-ის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს.

არსებობს გზა, რომელიც გალიდან კოლორადომდე მიდის

“როდესაც დადებითი პასუხი მივიღე, ემოციების სიჭარბისგან სიტყვებს ვერ ვპოულობდი! ეს იყო იმის ნათელი დასტური, რომ შეუძლებელი მართლაც არაფერია”, - გვიყვება ილია.

ილიასთვის, რომელმაც სკოლა გალში დაამთავრა, ამერიკა მართლაც შორეულ მიზნად ჩანდა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ამ გამოწვევამ მასში მოტივაცია მხოლოდ გააორმაგა. ამ გზაზე კი მთავარი დასაყრდენი ოჯახი და ის ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებიც მუდამ გვერდში ედგნენ.

“მთავარი ბარიერები ხშირად მხოლოდ ჩვენი წარმოდგენების ნაყოფია და მიზანდასახულობას, კეთილისმყოფელ ადამიანებთან ერთად, ნებისმიერი ბარიერის გარღვევა შეუძლია”, - გვიყვება ილია.

ბავშვობის ინტერესმა ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართ, ილია ბიოსამედიცინო ინჟინერიის ფაკულტეტამდე მიიყვანა. თუმცა, სწავლის პროცესში აღმოაჩინა, რომ მონაცემებთან მუშაობა, მათი ანალიზი და ამის საფუძველზე ტენდენციების პროგნოზირება მისთვის ბევრად დინამიკური და საინტერესო აღმოჩნდა. ამ აღმოჩენამ ახალი პროფესიული გზა დაანახა – მონაცემთა მეცნიერების შესწავლას ის უკვე Colorado School of Mines-ის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს.

სწორედ ამ სამაგისტრო პროგრამაზე მოხვდა ის Fulbright-ის სტიპენდიით – აშშ-ის მთავრობის პრესტიჟული პროგრამით, რომლის პარტნიორიც საქართველოს ბანკია.

“როცა ხედავ, რომ შენი შრომა და სწრაფვა ასეთი ინსტიტუტებისგან თანადგომას პოულობს, ეს უდიდეს ძალასა და პასუხისმგებლობას გმატებს”, - აღნიშნავს ილია.

დასასრულს, ილიას გამოცდილებიდან ყველაზე მთავარი, ალბათ, მისივე რჩევაა:

“უბრალოდ, გადადგი პირველი ნაბიჯი და ნუ მისცემ შიშს გასაქანს, შენი პოტენციალი შეზღუდოს”, - ამბობს ის.

იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სწავლის გაგრძელება სურთ, საქართველოს ბანკი არაერთ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. აღნიშნული ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: ganatleba.bog.ge

და გახსოვდეთ, განათლების გზაზე არ გაჩერდეთ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Berliner Wein Trophy 2026-ზე გონაძეების მეღვინეობის სამმა ღვინომ ოქროს მედლები მოიპოვა

Berliner Wein Trophy 2026-ზე გონაძეების მეღვინეობის სამმა ღვინომ ოქროს მედლები მოიპოვა

BM.GE

„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია

„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია

BM.GE

საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციულ შეხვედრა გამართა

საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციულ შეხვედრა გამართა

BM.GE

მეტი სარგებელი დანაზოგზე - პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება

მეტი სარგებელი დანაზოგზე - პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება

BM.GE