მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ჰამოს“ უცხოურ ბაზრებზე გაყიდვები 50-60%-ით გაეზარდა - ბრენდი პარიზის მოდის კვირეულზე წარდგება
„ჰამოს“ უცხოურ ბაზრებზე გაყიდვები 50-60%-ით გაეზარდა - ბრენდი პარიზის მოდის კვირეულზე წარდგება

„ჰამოს“ უცხოურ ბაზრებზე გაყიდვები 50-60%-ით გაეზარდა - ბრენდი პარიზის მოდის კვირეულზე წარდგება

BM.GE9 სექტემბერი, 2026, 02:25|bm.ge

ქართული ტანსაცმლის ბრენდი „ჰამო“ საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გაძლიერებას ცდილობს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, მარიამ თავბერიძე BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, კომპანიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი აპრილში, ყაზახეთის მოდის კვირეულში მონაწილეობა იყო, რის შემდეგაც, გაყიდვები როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზრებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„ჩვენი პროდუქცია იყიდება როგორც ადგილზე შოურუმში, ისე ონლაინ, ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე. ყაზახეთის მოდის კვირეულის შემდეგ, ბოლო 3-4 თვის განმავლობაში, ბრენდის გაყიდვები დაახლოებით 30-40%-ით არის გაზრდილი, უცხოურ ბაზრებზე კი ზრდა 50-60%-ს აღწევს. განსაკუთრებით მოიმატა გაყიდვებმა ყაზახეთში. მოდის კვირეულის შემდეგ, დაახლოებით ერთი თვე დაგვჭირდა, რომ კოლექცია ჩამოგვეტანა, წარმოგვედგინა და კომუნიკაციაც უფრო აქტიურად აგვეწყო. სწორედ ამ პერიოდის შედეგია ის ზრდა, რომელსაც ახლა ვხედავთ“, - ამბობს მარიამ თავბერიძე.

„ჰამოსთვის“ შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში Tranoï-ის გამოფენაში მონაწილეობაა, სადაც ბრენდი საერთაშორისო ბაიერების წინაშე საკუთარ კოლექციას წარადგენს. თავბერიძის განმარტებით, კომპანიისთვის Tranoï განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ ფორმატში შესაძლებლობა ეძლევა, საცალო მომხმარებლის გარდა, პირდაპირ იმ კომპანიებთან დაამყაროს ურთიერთობა, რომლებიც შემდგომ ბრენდის კოლექციებს საკუთარ პლატფორმებზე გაყიდიან. მათ შორის არის Zalando და Net-a-Porter.

„აქ უკვე სხვა მასშტაბზეა საუბარი. მაგალითად, შეიძლება ბაიერმა ერთდროულად 10, 50 ან 100 ერთეული შეუკვეთოს და შემდეგ ეს პროდუქცია მის პლატფორმაზე ჩვენი ბრენდის სახელით გაიყიდოს. სწორედ ეს არის ის მიმართულება, რომლის განვითარებაზეც დიდი ხანია ვფიქრობთ“, - განმარტავს თავბერიძე.

მისივე თქმით, Tranoï-ში მონაწილეობა ექსპორტის ზრდის გარანტიას არ იძლევა, თუმცა საერთაშორისო შეკვეთების მოზიდვის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ზრდის.

“ეს არის შესაძლებლობა, რომ იმ ადამიანებს შევხვდეთ, ვისთან თანამშრომლობაც აქამდე უფრო რთული იყო. წინასწარ ვერ ვიტყვით, რა მოცულობის შეკვეთები იქნება, მაგრამ მოლოდინი ნამდვილად გვაქვს, რომ ეს მონაწილეობა ახალ შესაძლებლობებს გაგვიხსნის“, - ამბობს „ჰამოს“ თანადამფუძნებელი.

„ჰამომ“ ბაზარზე ოპერირება 2020 წელს დაიწყო და ლიმიტირებულ კოლექციებსა და გამორჩეულ დიზაინებზეა ორიენტირებული. ბრენდი მომხმარებელს აზიურ, ევროპულ და აფრიკულ სტილზე დაფუძნებულ ტანსაცმელს სთავაზობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩინეთი სახელმწიფო ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებში $53.6 მილიარდის ინექციას განახორციელებს

ჩინეთი სახელმწიფო ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებში $53.6 მილიარდის ინექციას განახორციელებს

BM.GE

GPT Astra-მ უკვე მიაღწია AGI-ის ფაზას – NVIDIA-ს დამფუძნებელი

GPT Astra-მ უკვე მიაღწია AGI-ის ფაზას – NVIDIA-ს დამფუძნებელი

BM.GE

EU საქართველოს ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულებას შეახსენებს - ევროკავშირის ელჩი გაეროში

EU საქართველოს ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულებას შეახსენებს - ევროკავშირის ელჩი გაეროში

BM.GE

“რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზეა საუბარი” - რა გავლენა ჰქონდა გენერაციის შეზღუდვას სექტორზე?

“რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზეა საუბარი” - რა გავლენა ჰქონდა გენერაციის შეზღუდვას სექტორზე?

BM.GE