მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჰარვარდის ბიზნესის სკოლის პროფესორმა „არქის“ გუნდისთვის ლიდერობის სპეციალური ტრენინგი ჩაატარა
ჰარვარდის ბიზნესის სკოლის პროფესორმა „არქის“ გუნდისთვის ლიდერობის სპეციალური ტრენინგი ჩაატარა

ჰარვარდის ბიზნესის სკოლის პროფესორმა „არქის“ გუნდისთვის ლიდერობის სპეციალური ტრენინგი ჩაატარა

BM.GE30 ივნისი, 2026, 18:23|bm.ge

„არქის“ სპეციალური მოწვევით, ჰარვარდის ბიზნესის სკოლის პროფესორი (Edsel Bryant Ford Professor of Business Administration), დას ნარაიანდასი, საქართველოს უკვე მეორედ ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, მან კომპანიის გუნდისთვის წევრებისთვის სპეციალურად შემუშავებული ორდღიანი პრაქტიკული ტრეინინგი ჩაატარა.

საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავდა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, გლობალური ბიზნესქეისების ანალიზსა და ინტერაქციულ დისკუსიებს. ტრენინგის მთავარი ფოკუსი ციფრულ ეპოქაში დიფერენციაციის მნიშვნელობა, ეფექტური ლიდერობის განვითარება და იმ პრაქტიკული მიდგომების დანერგვა იყო, რომლებიც ბიზნესს კონკურენტულ გარემოში მდგრად ზრდასა და უპირატესობის მოპოვებაში ეხმარება.

ვიზიტის ფარგლებში, ერთდღიანი შეხვედრა დეველოპერული კომპანია „არქის“ პარტნიორებისთვისაც მოეწყო. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, პირადად მოესმინათ პროფესორ ნარაიანდასის ხედვები და სტრატეგიული რეკომენდაციები ბიზნესის მართვის, მარკეტინგისა და თანამედროვე ლიდერობის მიმართულებით.

„არქისთვის“ თანამშრომლების პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე ზრუნვა უცვლელი პრიორიტეტია. ამ მიდგომის ფარგლებში, კომპანია გუნდის წევრებს მუდმივად სთავაზობს წამყვან საგანმანათლებლო პროგრამებსა და მასტერკლასებს, რაც მათ როგორც პიროვნულ, ისე კარიერულ წინსვლას უზრუნველყოფს.

დას ნარაიანდასი ჰარვარდის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების პროფესორია, რომლის აკადემიური და კვლევითი მიმართულება მარკეტინგს უკავშირდება. სხვადასხვა პერიოდში ის იკავებდა წამყვან (Senior Associate Dean) პოზიციებს Harvard Business Publishing-ში, External Relations-სა და Executive Education-ში. გარდა ამისა, პროფესორი ნარაიანდასი ხელმძღვანელობდა HBS Executive Education-ის ისეთ აღიარებულ კურსებს, როგორებიცაა Advanced Management Program და Program for Leadership Development.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„თუ ვაკის პარკთან ბინა 1$ მლნ ღირს, იგივე ბიუჯეტით, ბერლინშიც შეიძენ სახლს, თუმცა არა ცენტრში“ - "რენტალსი"გერმანიის საბროკერო ბაზარზე გავიდა

„თუ ვაკის პარკთან ბინა 1$ მლნ ღირს, იგივე ბიუჯეტით, ბერლინშიც შეიძენ სახლს, თუმცა არა ცენტრში“ - "რენტალსი"გერმანიის საბროკერო ბაზარზე გავიდა

BM.GE

Disney თითქმის $50-მილიონიან კომპენსაციას გადაიხდის

Disney თითქმის $50-მილიონიან კომპენსაციას გადაიხდის

BM.GE

აშშ-ში დაბადებულ ბავშვებს მოქალაქეობა ისევ ავტომატურად მიენიჭებათ - უზენაესმა ტრამპის სარჩელი არ დააკმაყოფილა

აშშ-ში დაბადებულ ბავშვებს მოქალაქეობა ისევ ავტომატურად მიენიჭებათ - უზენაესმა ტრამპის სარჩელი არ დააკმაყოფილა

BM.GE

$4.3 მლნ-ის კრიპტო, ორი Ferrari და $439,000-ის საათები - გიორგი ბარვენაშვილის დეკლარაცია

$4.3 მლნ-ის კრიპტო, ორი Ferrari და $439,000-ის საათები - გიორგი ბარვენაშვილის დეკლარაცია

BM.GE