მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Haven Capital-ის პრემიუმ კლასის კერძო საცხოვრებელი უბანი ტაბახმელაში
Haven Capital-ის პრემიუმ კლასის კერძო საცხოვრებელი უბანი ტაბახმელაში

Haven Capital-ის პრემიუმ კლასის კერძო საცხოვრებელი უბანი ტაბახმელაში

BM.GE16 ივლისი, 2026, 16:46|bm.ge

დეველოპერული კომპანია Haven Capital უძრავი ქონების ბაზარზე პირველი პროექტით გამოჩნდა. კომპანია ტაბახმელაში, თავისუფლების მოედნიდან დაახლოებით 15 წუთის სავალზე, 16 პრემიუმ ვილისგან შემდგარ დახურულ კერძო საცხოვრებელ უბანს ავითარებს. Haven Fields-ის დასრულება 2027 წლის მარტისთვის იგეგმება.

პროექტის კონცეფცია ეფუძნება თანამედროვე მოთხოვნას, რომელიც ქალაქთან სიახლოვისა და ბუნებრივ გარემოში ცხოვრების ბალანსს აერთიანებს.

„ჩვენთვის ეს მხოლოდ საცხოვრებელი პროექტი არ არის. გვინდა შევქმნათ გარემო, სადაც ადამიანები ბუნებასთან ჰარმონიაში იცხოვრებენ, ქალაქთან მუდმივი კავშირის შენარჩუნებით. ვფიქრობთ, თანამედროვე ცხოვრების ხარისხი სწორედ ამ ბალანსშია“, - მარიამ ქავთარაძე, Haven Capital-ის გაყიდვების გუნდის უფროსი.

კომპანიამ პირველი პროექტის განსავითარებლად ტაბახმელა შეარჩია. Haven Capital-ში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება ლოკაციის ბუნებრივმა გარემომ, ქალაქთან სიახლოვემ და განვითარების პოტენციალმა განაპირობა. მათივე შეფასებით, ბოლო წლებში ტაბახმელა ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად ყალიბდება როგორც საცხოვრებელი, ისე საინვესტიციო თვალსაზრისით.

კომპანია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ტაბახმელას ისტორიული მნიშვნელობა აქვს. საუკუნეების განმავლობაში ეს ტერიტორია სამეფო კარის საზაფხულო დასასვენებელ ადგილად მიიჩნეოდა, რაც, მათი შეფასებით, ლოკაციას დამატებით იდენტობასა და ღირებულებას სძენს.

პროექტი მყიდველებს მწვანე კარკასის მდგომარეობით ჩაბარდება. ამ ფორმატით მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, ინტერიერი საკუთარი საჭიროებებისა და ცხოვრების სტილის შესაბამისად მოაწყონ, ხოლო კომპანია უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კონსტრუქციასა და სრულად გამართულ ძირითად საინჟინრო სისტემებს.

მშენებლობის პროცესში Haven Capital თანამშრომლობს Hunnewell Cement-თან, Geosteel-თან და Alutech-თან. კომპანიის განცხადებით, პროექტის განხორციელებისას მთავარი პრიორიტეტებია ხარისხი, თანამედროვე სამშენებლო სტანდარტები და გრძელვადიანი ღირებულების შექმნა.

Haven Capital-ში მიაჩნიათ, რომ ბაზარზე მოთხოვნა ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდ და ქალაქთან ახლოს მდებარე საცხოვრებელ გარემოზე იზრდება. სწორედ ამ ტენდენციას უკავშირდება Haven Fields, რომელიც, მათი შეფასებით, პრემიუმ საცხოვრებლისა და გრძელვადიანი საინვესტიციო შესაძლებლობის გაერთიანებას ისახავს მიზნად.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"დღეს, საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან" - ირაკლი კობახიძე

"დღეს, საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან" - ირაკლი კობახიძე

BM.GE

უმსხვილესმა ლაოსურმა ბანკმა რუსეთთან ფინანსური კავშირი სრულად გაწყვიტა

უმსხვილესმა ლაოსურმა ბანკმა რუსეთთან ფინანსური კავშირი სრულად გაწყვიტა

BM.GE

რა ღირს Transfermarkt-ის მიხედვით ფინალისტობისა და მესამე ადგილისთვის მებრძოლი ნაკრებები?

რა ღირს Transfermarkt-ის მიხედვით ფინალისტობისა და მესამე ადგილისთვის მებრძოლი ნაკრებები?

BM.GE

გივი მიქანაძემ თურქმენ კოლეგასთან განათლების კუთხით კავშირების გაღრმავების საკითხები განიხილა

გივი მიქანაძემ თურქმენ კოლეგასთან განათლების კუთხით კავშირების გაღრმავების საკითხები განიხილა

BM.GE