
ჰეშბექი ჰეშბანკისგან - ლოიალობის უნიკალური სისტემა ქართულ ფინანსურ ბაზარზე
წარმოიდგინე, რომ ნებისმიერი ყოველდღიური გადახდა - იქნება ეს დილის ყავა, პროდუქტი თუ საწვავი - არა მხოლოდ ხარჯი, არამედ შენი მომავლის კაპიტალია. თანამედროვე ეპოქაში ციფრული ფინანსები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება, ჰეშბანკი კი ფულთან ურთიერთობის ტრადიციულ წესებს პრინციპულად ცვლის და დაზოგვის სრულიად ახალ, უპრეცედენტო მოდელს გთავაზობს.
თუ აქამდე ქეშბექი მხოლოდ დაზოგვის ან ჯილდოს ინსტრუმენტი იყო, ჰეშბანკმა ქართულ საბანკო სექტორში სრულიად ახალი კომპონენტი - ინვესტირება შემოიტანა. ინოვაციური ლოიალობის სისტემის, ჰეშბექის დახმარებით, შენი ნებისმიერი ყოველდღიური ტრანზაქცია ავტომატურად გრძელვადიან კრიპტოინვესტიციად გარდაიქმნება.
ქეშბექის ნაცვლად - 2%-იანი ჰეშბექი Bitcoin-ში
ჰეშბანკის ეკოსისტემაში შენი ყოველდღიური ხარჯი პირდაპირ მსოფლიოს წამყვან კრიპტოვალუტად, Bitcoin-ად იქცევა. მიმდინარე აქციის ფარგლებში, 31 ივლისის ჩათვლით, ბანკი 4-ჯერ გაზრდილ, 2%-იან ჰეშბექს გთავაზობს.
ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ბანკის ტერმინალზე თუ ონლაინ სივრცეში Visa ჰეშბარათით გადახდისას, დახარჯული თანხის 2%-ს მომენტალურად Bitcoin-ის სახით დაიბრუნებ. აქციის დასრულების შემდეგ კი, დაგროვებას სტანდარტული, ყოველთვის სტაბილური 0.5%-იანი განაკვეთით გააგრძელებ.როგორ მუშაობს ჭკვიანი დაზოგვის სისტემა?პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია და მორგებულია შენს ფინანსურ რიტმს. აი, მთავარი დეტალები, რაც ჰეშბექის შესახებ უნდა იცოდე:
• მომენტალური ციფრული ბარათი: აპლიკაციაში რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის პროცესს სულ რაღაც 2-3 წუთი სჭირდება. ციფრულ Visa ჰეშბარათს მომენტალურად, რეგისტრაციისთანავე იღებ, ხოლო თუ ფიზიკური ბარათიც გსურს, მას სასურველ მისამართზე უფასოდ მიიღებ. • მინიმალური ბარიერი: ინვესტირების დასაწყებად დიდი თანხები საჭირო არ არის. ჰეშბექი ირიცხება 5 ლარიდან ზემოთ შესრულებულ ნებისმიერ გადახდაზე. • მყისიერი ასახვა: ყოველი გადახდის შემდეგ, დარიცხული Bitcoin-ის შესახებ შეტყობინებას მომენტალურად იღებ, კრიპტო კი წამებში აისახება შენს ლოიალობის ბალანსზე. • ყოველთვიური ლიმიტი: თვის განმავლობაში გაქვს შესაძლებლობა, მაქსიმუმ 150 ლარის ეკვივალენტი Bitcoin-ი დააგროვო.