მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აქციზის შემცირებაზე ეფექტური მექანიზმი ინდექსაციაა - პაატა ტრაპაიძე სამშენებლო პროექტებში ინდექსაციის ამოქმედებაზე
აქციზის შემცირებაზე ეფექტური მექანიზმი ინდექსაციაა - პაატა ტრაპაიძე სამშენებლო პროექტებში ინდექსაციის ამოქმედებაზე

აქციზის შემცირებაზე ეფექტური მექანიზმი ინდექსაციაა - პაატა ტრაპაიძე სამშენებლო პროექტებში ინდექსაციის ამოქმედებაზე

BM.GE29 ოქტომბერი, 2026, 19:22|bm.ge

„კავკასუს როუდ პროჯექტის“ გენერალური დირექტორის, პაატა ტრაპაიძის განცხადებით, საწვავისა და სამშენებლო მასალების გაძვირების ფონზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებში მშენებლობის გაძვირების ინდექსაციის მექანიზმი ამოქმედდება. მისი თქმით, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ დამკვეთებთან სამთვიანი აქტიური კონსულტაციების შედეგად შეთანხმებას მიაღწია, სწორედ ამის შედეგია ცვლილებები.

ტრაპაიძის შეფასებით, აქციზის შესაძლო შემცირებაზე გაცილებით უფრო რეალური და ეფექტური მექანიზმი სწორედ ინდექსაციაა, რადგან მსოფლიო ბაზარზე არსებული არასტაბილურობისა და ქაოსის პროგნოზირება შეუძლებელია.

წინასწარი მონაცემებით, ინდექსაცია კონტრაქტის ღირებულების 60%-იან შემადგენელს შეეხება.

ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ ძველ კონტრაქტებზე საბაზისო ფასებად 2026 წლის 1-ელი იანვრის ნიშნულები აიღება.

რაც შეეხება გათვლის პრინციპს, მშენებლობის გაძვირების კონკრეტულ პროცენტს საქართველოს საქსტატი გამოაცხადებს. მექანიზმი ორმხრივია - კომპენსაცია ფასების ზრდის შემთხვევაშიც მოქმედებს და მისი შემცირების დროსაც, რაც დამკვეთსა და შემსრულებელს შორის სამართლიან მიდგომას უზრუნველყოფს.

„ინდექსაცია გამოცხადდება ისე როგორც იყო კოვიდის დროს. მე ამას სრულიად ვეთანხმები, იმიტომ რომ საწვავის გაძვირება არ იწვევს მხოლოდ და მხოლოდ ერთი კომპონენტის გაძვირებას, ეს იწვევს მთლიანად სამუშაოების ხარჯის ზრდას. ეს ყველაფერზე მოქმედებს. ეს მოქმედებს როგორც ხელფასზე, ისე სამშენებლო მასალებზე და ა.შ.

ჩვენ, როგორც ვიცით წინასწარი მონაცემებით, კონტრაქტის 60%-ს შეეხება ინდექსაცია.და ყველაზე მთავარია, საიდან იწყება ეს. ეს საკმაოდ დიდი ხნის კამათის შედეგი იყო და საერთო შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ ძველ კონტრაქტებზე 2026 წლის 1-ლი იანვრის ფასები იქნება ბაზისი.“ - უთხრა „საქმიან დილას“ პაატა ტრაპაიძემ.

მთავრობამ ინფრასტრუქტურულ პროექტებში სამშენებლო მასალებისა და სამუშაოების გაძვირების გამო ფასთა ინდექსაციის წესი კიდევ ერთხელ შეცვალა. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი ახალი დადგენილებით რეგულაციის მოქმედების არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა, პირდაპირ გავრცელდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემის პროექტებსა და სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე, ხოლო მიმწოდებლებს მოთხოვნის წარსადგენად ვადა 2026 წლის 10 დეკემბრამდე განესაზღვრათ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 103 სტატია.

  • ვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

"12 საერთაშორისო BPO კომპანიას ვუმასპინძლეთ. ერთ-ერთმა საქართველოში კომპანია დაარეგისტრირა" - ხიდურელი

"12 საერთაშორისო BPO კომპანიას ვუმასპინძლეთ. ერთ-ერთმა საქართველოში კომპანია დაარეგისტრირა" - ხიდურელი

BM.GE

მიკრობანკების საკრედიტო პორტფელი ₾610.9 მილიონამდე გაიზარდა - 9 თვის ფინანსური მაჩვენებლები

მიკრობანკების საკრედიტო პორტფელი ₾610.9 მილიონამდე გაიზარდა - 9 თვის ფინანსური მაჩვენებლები

BM.GE

"მიჭირს, გავიხსენო მსგავსი უპასუხისმგებლო მინისტრი" - გახარიას პარტია მარიამ ქვრივიშვილს პარლამენტში დაიბარებს

"მიჭირს, გავიხსენო მსგავსი უპასუხისმგებლო მინისტრი" - გახარიას პარტია მარიამ ქვრივიშვილს პარლამენტში დაიბარებს

BM.GE

Sleep Gallery თბილისში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და სასტუმროების მიმართულებას აფართოებს

Sleep Gallery თბილისში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და სასტუმროების მიმართულებას აფართოებს

BM.GE