მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "HiPP-ისგან €2 მილიონს ითხოვდა" - ავსტრიაში საბავშვო საკვების მოწამვლის ფაქტზე ეჭვმიტანილი დააკავეს
"HiPP-ისგან €2 მილიონს ითხოვდა" - ავსტრიაში საბავშვო საკვების მოწამვლის ფაქტზე ეჭვმიტანილი დააკავეს

"HiPP-ისგან €2 მილიონს ითხოვდა" - ავსტრიაში საბავშვო საკვების მოწამვლის ფაქტზე ეჭვმიტანილი დააკავეს

BM.GE3 მაისი, 2026, 16:45|bm.ge

ავსტრიის პოლიციამ 39 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც ეჭვმიტანილია საბავშვო საკვების ქილებში ვირთხის წამლის შერევაში. აღნიშნული შემთხვევის გამო, მწარმოებელმა კომპანია HiPP-მა პროდუქციის მთელი სერია ბაზრიდან ამოიღო.

ორი კვირის წინ, ბურგენლანდის მხარეში, სტაფილოსა და კარტოფილის პიურეს ქილაში საწამლავი აღმოაჩინეს. როგორც ავსტრიული გამოცემა Die Presse წერს, ინციდენტს წინ უძღოდა შანტაჟი. კომპანია HiPP-მა მიიღო ელექტრონული წერილი, რომელშიც უცნობი პირი 2 მილიონ ევროს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პროდუქციის მოწამვლით იმუქრებოდა.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განმარტა, რომ მუქარის წერილი 27 მარტს გაიგზავნა, თუმცა კომპანიაში ის მხოლოდ გამოსასყიდის ვადის ამოწურვის შემდეგ შენიშნეს, რადგან აღნიშნული ელექტრონული ფოსტა კვირაში მხოლოდ ერთხელ მოწმდებოდა.

ბურგენლანდის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დაკავებულის ვინაობისა და დაკავების გარემოებების შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

სამართალდამცავებმა ჯამში ხუთი დაბინძურებული ქილა აღმოაჩინეს ავსტრიაში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში. პროდუქტის მოხმარებამდე მათი ამოღება უსაფრთხოდ მოხერხდა. თუმცა, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სულ მცირე ერთი მოწამლული ქილა კვლავ გაყიდვაშია, რის გამოც მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

HiPP-ი და სამართალდამცავები მშობლებს მოუწოდებენ, პროდუქტის შეძენამდე ყურადღება მიაქციონ შემდეგ ნიშნებს, რომლებიც შესაძლოა მიუთითებდეს, რომ ქილა გახსნილი ან დაზიანებულია:

• დაზიანებული ან ღია თავსახური; • დაკარგული დამცავი ლუქი (ვაკუუმის ნიშანი); • უჩვეულო ან გაფუჭებული პროდუქტის სუნი; • თეთრი სტიკერი წითელი წრით ქილის ფსკერზე.

კომპანია HiPP-ი საბავშვო საკვების ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული მწარმოებელია. კვების ინდუსტრიაში მსგავსი ტიპის სამომხმარებლო ტერორიზმი და შანტაჟი იშვიათი, თუმცა მაღალი რისკის შემცველი მოვლენაა. ანალოგიური შემთხვევა 2017 წელს გერმანიაშიც მოხდა, როდესაც 50 წლის მამაკაცი საბავშვო საკვების მოწამვლით იმუქრებოდა და კომპანიებისგან მილიონობით ევროს ითხოვდა.

HiPP-ის ყველა პროდუქტი, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე იყიდება, უსაფრთხოა - HiPP საქართველოს განცხადება

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE