მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჰორმუზის გახსნის მოლოდინში ნავთობის ფასი 5%-ით დაეცა
ჰორმუზის გახსნის მოლოდინში ნავთობის ფასი 5%-ით დაეცა

ჰორმუზის გახსნის მოლოდინში ნავთობის ფასი 5%-ით დაეცა

BM.GE12 ივნისი, 2026, 16:42|bm.ge

აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში მიღწეული პროგრესის და ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნის მოლოდინის ფონზე, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი 5%-ით დაეცა.

ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 86 დოლარს შეადგენს, ხოლო WTI-ის ფასი 83 დოლარამდეა შემცირებული, რაც ერთ თვეში 17%-იან კორექციას წარმოადგენს.

არსებული ინფორმაციით, ირანსა და აშშ-ს შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი ვაშინგტონის მხრიდან სანავთობო სანქციების გაუქმებას, ხოლო თეირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტის გახსნის ვალდებულებას ითვალისწინებს.

14 პუნქტისგან შემდგარი დოკუმენტის მიხედვით, მხარეებს შორის საბოლოო მოლაპარაკებები მანამ არ დაიწყება, სანამ ირანის გაყინული ფულადი სახსრების ნახევარი არ გათავისუფლდება. ამასთან, პროცესის დასაწყებად აუცილებელ პირობად ირანული ნავთობის სანქციების შეჩერება და საზღვაო ბლოკადის მოხსნაც მიიჩნევა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აღნიშნულ შეთანხმებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ვაშინგტონმა ირანთან ომის დასრულების თაობაზე მნიშვნელოვან შეთანხმებას უკვე მიაღწია, რაც ამჟამად დოკუმენტების საბოლოო ვარიანტის მომზადებაზეა დამოკიდებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ნავთობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიცნეტგაზეთი
  • იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანესიმედი
  • აშშ-მა ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა გამოაცხადა, ნავთობის ფასები გაიზარდაფორმულა
  • რუსეთის ქალაქებში ნავთობის საწყობებზე, ქარხანასა და ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმა განხორციელდატვ პირველი
ნავთობის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE