მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჰორმუზის სრუტეში 600-მდე გემი და 250 მილიონი ბარელი ნავთობია გაჭედილი
ჰორმუზის სრუტეში 600-მდე გემი და 250 მილიონი ბარელი ნავთობია გაჭედილი

ჰორმუზის სრუტეში 600-მდე გემი და 250 მილიონი ბარელი ნავთობია გაჭედილი

BM.GE27 აპრილი, 2026, 18:29|bm.ge

ჰორმუზის სრუტეში, რომელიც გლობალური ენერგოვაჭრობისთვის კრიტიკულ დერეფნად მიიჩნევა, ამ დრომდე 600-მდე სავაჭრო გემია გაჭედილი - აცხადებს საბერძნეთის სანაოსნო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

კოსტას ფრაგულისის ინფორმაციით, ხომალდებს შორის 230 ნავთობტანკერია და მათზე ჯამურად 250 მილიონი ბარელი წიაღისეული საწვავია განთავსებული. სიცხადისთვის, ეს მოცულობა მსოფლიო მოხმარების დაახლოებით ერთი კვირის მარაგს უტოლდება.

დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზრდამ საზღვაო გადაზიდვების სრუტეში თითქმის შეუძლებელი გახადა, რადგან უსაფრთხოების რისკები მკვეთრად გაიზარდა. კოსტას ფრაგულისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, ზოგადად, ნებისმიერი გეოპოლიტიკური რყევა უპირველესად ყოველთვის ზღვაზე აისახება. მისი განმარტებით, ჩარჩენილ ხომალდებს შორის 80 ერთეული საბერძნეთთან პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული.

ცნობისთვის, ბოლო 34 დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში 26 ისეთი სერიოზული ინციდენტი დაფიქსირდა, როცა დაპირისპირებულმა მხარეებმა მიზანში პირდაპირ სატვირთო ხომალდები ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების კუთხით ვითარება დამძიმებულია წითელ ზღვაშიც, სადაც ახალი თავდასხმების საფრთხე ირანთან დაკავშირებული ტერორისტების, ჰუსიტების მუქარებმა გაამწვავა.

ცნობისთვის, ჰორმუზის სრუტე სპარსეთის ყურესა და ომანის ყურეს აერთიანებს. ის მსოფლიოში ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გეოგრაფიულ წერტილად მიიჩნევა და მასში ომამდე დღიურად 20 მილიონი ბარელი ნავთობი გადიოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მილიონი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • გამჭვირვალობა: "ლილო მოლის" მეწილეებმა "ქართულ ოცნებას" 3,5 მილიონი ლარი ჩაურიცხფორმულა
  • ქართულ მხარესთან 9 თვეში თითქმის მილიონი გადაკვეთა დაფიქსირდა – სოხუმინეტგაზეთი
  • kursi.ge-ს დამფუძნებელი გიორგი აგლაძე: საცალო მომხმარებლებს და ბიზნესს 350 მილიონი ლარი დავუზოგეთრუსთავი 2
  • ამოღებულია 14 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალება - დააკავეს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეტვ პირველი
მილიონი →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE