მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილება მკვეთრად გაიზარდა
ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილება მკვეთრად გაიზარდა

ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილება მკვეთრად გაიზარდა

BM.GE7 ივლისი, 2026, 14:00|bm.ge

აშშ-სა და ირანს შორის ივნისში გაფორმებული შეთანხმების შემდეგ ჰორმუზის სრუტეში გემების მიმოსვლა მნიშვნელოვნად გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, 28 ივნისის კვირაში ყურეში შესული და გამოსული ხომალდების საერთო რაოდენობამ 258 შეადგინა. ეს მონაცემი მარტში, კრიზისის პირველ კვირას დაფიქსირებულ 41 ტრანზიტთან შედარებით მკვეთრ ზრდაზე მიუთითებს.

თუ კონფლიქტის პერიოდში ყურეში დღეში მხოლოდ 1 ან 2 ხომალდი შედიოდა, 1 ივლისის მონაცემებით ამ რიცხვმა 30-50 ერთეულს მიაღწია. როგორც მედია წერს, ეს ტემპი იმით არის განპირობებული, რომ საზღვაო ოპერატორები შექმნილი, შედარებით წყნარი პერიოდით სარგებლობას ცდილობენ.

რაც შეეხება უსაფრთხო გადაადგილების მარშრუტებს, საყურადღებოა, რომ ამ მხრივ ოპერატორებს დიდი არჩევანი არ აქვთ. სრუტეში არსებული ორივე მთავარი საზღვაო გზა დანაღმულია. რაც შეეხება არსებულ ალტერნატივებს, ერთი მარშრუტი ირანის სანაპიროს მიუყვება და მას სწორედ თეირანი აკონტროლებს, მეორე გზა კი ომანის სანაპიროზე გადის. საყურადღებოა, რომ ირანული მარშრუტით გადაადგილება "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" თანხმობას ყოველ ჯერზე მოითხოვს, სამხრეთის დერეფანში კი ხომალდების საჰაერო თავდაცვას აშშ და ომანი უზრუნველყოფენ.

ცნობისთვის, მიმდინარე კონფლიქტის დაწყებამდე ჰორმუზის სრუტე სრულიად თავისუფალი და საფრთხის არმქონე საზღვაო მარშრუტი იყო, რომელზეც მსოფლიო ნავთობისა და გაზის დაახლოებით მეხუთედი ნაწილი გადიოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE