მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა ბოლო დღეებში მინიმუმამდე შემცირდა
ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა ბოლო დღეებში მინიმუმამდე შემცირდა

ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა ბოლო დღეებში მინიმუმამდე შემცირდა

BM.GE14 ივლისი, 2026, 04:00|bm.ge

აშშ-ისა და ირანის განახლებული სამხედრო დარტყმების ფონზე, ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების გადაადგილება საგრძნობლად შემცირდა. არსებული ინფორმაციით, კვირას სრუტე მხოლოდ ექვსმა გემმა გადაკვეთა, ეს კი ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელს შეადგენს.

Kpler-ის მონაცემებით, რეგიონიდან გასულ ტანკერებს შორის ირანული ნავთობითა და ქუვეითური ნავთობპროდუქტებით დატვირთული ხომალდები დაფიქსირდა. ამასთან, ყურეში ნავთობის ჩასატვირთად სამი ცარიელი ტანკერი შევიდა. აღსანიშნი ფაქტია, რომ უსაფრთხოების მიზნით გემების უმრავლესობამ ტრანსპონდერები, ანუ ადგილმდებარეობის მიმთითებელი რადარები გამორთო.

პარალელურად, რეგიონში სამხედრო დაპირისპირება ახალ ფაზაში გადავიდა. Reuters-ის ცნობით, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის ტერიტორიაზე ათობით სამიზნეზე ზუსტი დარტყმები განახორციელა. საპასუხოდ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა სრუტეში ორი გემი შეიპყრო.

ცნობისთვის, ირანმა სრუტე ჩაკეტილად მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ერთ-ერთმა გემმა შეუთანხმებელი მარშრუტით სცადა ყურის გადაკვეთა. მოგვიანებით ეს ხომალდი თავდასხმის სამიზნეც გახდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთი ხორბლის საექსპორტო ბაჟის გაუქმებას გეგმავს - რუსული მედია

რუსეთი ხორბლის საექსპორტო ბაჟის გაუქმებას გეგმავს - რუსული მედია

BM.GE

2025 წელს, მილიონ ლარზე მეტი ბრუნვა 14 839 კომპანიას ჰქონდა

2025 წელს, მილიონ ლარზე მეტი ბრუნვა 14 839 კომპანიას ჰქონდა

BM.GE

წელს რუსი მილიარდერების ქონება $5 მილიარდზე მეტით შემცირდა - Bloomberg

წელს რუსი მილიარდერების ქონება $5 მილიარდზე მეტით შემცირდა - Bloomberg

BM.GE

თევზის იმპორტი გაიზარდა და გაძვირდა | რატომ?

თევზის იმპორტი გაიზარდა და გაძვირდა | რატომ?

BM.GE