მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემს ჭურვი მოხვდა - პარალელურად, ნაოსნობა მინიმუმამდეა შემცირებული
ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემს ჭურვი მოხვდა - პარალელურად, ნაოსნობა მინიმუმამდეა შემცირებული

ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემს ჭურვი მოხვდა - პარალელურად, ნაოსნობა მინიმუმამდეა შემცირებული

BM.GE18 აგვისტო, 2026, 14:00|bm.ge

აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში შექმნილი ჩიხისა და უსაფრთხოების რისკების ფონზე, ჰორმუზის სრუტეში ვითარება კიდევ უფრო იძაბება. CNN-ის ინფორმაციით, სრუტეში, საიდანაც გლობალური ნავთობის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაადგილდება, სავაჭრო გემზე თავდასხმა განხორციელდა.

გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების (UKMTO) ცენტრის ცნობით, ხომალდს, როდესაც ის ჰორმუზის სრუტეს ტოვებდა, „დაუდგენელი წარმოშობის ჭურვი“ მოხვდა. დარტყმამ გემის ძრავის განყოფილება დააზიანა, რასაც ეკიპაჟის წევრებს შორის მსხვერპლი მოჰყვა. UKMTO-ს განცხადებით, ეკიპაჟის დანარჩენ წევრებს დახმარება ომანის სანაპირო დაცვამ აღმოუჩინა.

თავდასხმის პარალელურად, Kpler-ის გემების თვალთვალის სისტემის მონაცემები აჩვენებს, რომ ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების გადაადგილება მკვეთრად შემცირებულია და ისევ ერთნიშნა ციფრზე რჩება. ორშაბათს სრუტე მხოლოდ 6-მა გემმა გადაკვეთა, რაც ბოლო 10 დღის საშუალო მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ ნაკლებია.

შაბათ-კვირის მინიმალური მაჩვენებლების შემდეგ (შაბათს 3 გემი, კვირას - 2), ორშაბათს სრუტეში შესული და გამოსული გემების რაოდენობა ასე გადანაწილდა:

• სპარსეთის ყურეში შევიდა: ირანული მარშრუტით მოძრავი ძალიან დიდი ზომის ცარიელი გაზმზიდი (VLGC) Xavia, რომელიც თხევადი ნავთობის აირების (პროპანი, ბუტანი) გადაზიდვისთვის გამოიყენება, ასევე საშუალო და შუალედური ზომის საწვავის ორი ტანკერი; • სპარსეთის ყურე დატოვა: საშუალო ზომის LPG გაზმზიდმა, Panamax-ის ტიპის ტვირთმზიდმა (bulk carrier) და Panamax-ის ზომის საწვავის ტანკერმა.

მონაცემების თანახმად, სრუტეში საერთოდ არ გაუვლიათ ძალიან დიდ ნავთობტანკერებსა და თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გადამზიდ გემებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„პრობლემური განცხადებაა... თავისთვის“ - კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

„პრობლემური განცხადებაა... თავისთვის“ - კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

BM.GE

კობახიძე აშშ-ის წინა ადმინისტრაციას საქართველოს მიმართ „დიპლომატიურ ზეწოლაში“ კიდევ ერთხელ ადანაშაულებს

კობახიძე აშშ-ის წინა ადმინისტრაციას საქართველოს მიმართ „დიპლომატიურ ზეწოლაში“ კიდევ ერთხელ ადანაშაულებს

BM.GE

არსენალის მთაზე დაგეგმილი მშენებლობების გამო მერიამ სატრანსპორტო კავშირები უნდა გამოიკვლიოს - რა წერია ახალ განკარგულებაში

არსენალის მთაზე დაგეგმილი მშენებლობების გამო მერიამ სატრანსპორტო კავშირები უნდა გამოიკვლიოს - რა წერია ახალ განკარგულებაში

BM.GE

სიღნაღში 8 ივლისის სტიქიის რეაბილიტაციისთვის მთავრობამ 10-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

სიღნაღში 8 ივლისის სტიქიის რეაბილიტაციისთვის მთავრობამ 10-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

BM.GE