
„პრობლემური განცხადებაა... თავისთვის“ - კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებული განცხადება უშუალოდ ყოფილი პრემიერისთვისაა პრობლემური, თუმცა, ამავდროულად აცხადებს, რომ სხვა მხრივ ამ თემაზე სიღრმისეული კომენტარისგან თავს შეიკავებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა ღარიბაშვილის განცხადებას, კობახიძემ აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც მოქმედი პრემიერისთვის, წინამორბედის სიტყვების შეფასება ეთიკურად სწორი არ იქნება.
„მე ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი, რაზეა საუბარი. მე ვიცი, ერთი რამ - რომ არის კონკრეტული განაჩენი დამდგარი. დანარჩენი არის მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების საქმე. მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს მის განცხადებაზე, მათ შორის, იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას და შესაბამისად, ჩემთვის ეთიკური თვალსაზრისითაც არ იქნება სწორი მისი განცხადების შეფასება.
ძალიან პრობლემური განცხადებაა, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის. მე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ ეთიკური სტანდარტიდან გამომდინარე. ის ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას. არსებობს ეთიკური სტანდარტები, რაც მე მიზღუდავს ამ თემაზე განცხადების გაკეთების შესაძლებლობას,“ - განაცხადა კობახიძემ.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“.
BM.GE
წყარო: bm.ge