მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. I კვარტალში ადგილობრივი ტურიზმის გაიზარდა
I კვარტალში ადგილობრივი ტურიზმის გაიზარდა

I კვარტალში ადგილობრივი ტურიზმის გაიზარდა

BM.GE25 მაისი, 2026, 17:55|bm.ge

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა თითქმის 1.3 მლნ იყო, რომელთაც ქვეყნის ტერიტორიაზე 1.6 მლნ-მდე ვიზიტი განახორციელეს.

ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 2%-ით გაიზარდა, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ასევე 6.6%-ით 665 ათასამდე გაზრდილია ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 415 ათასი) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 322.4 ათასი).

ამას გარდა, განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 273.6 მლნ ლარით, რაც 13%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი 7.4%-ით 172.7 ლარამდე გაიზარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE