მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. I კვარტალში ენერგეტიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 56%-ით შემცირდა - TOP ქვეყნები/კომპანიები
I კვარტალში ენერგეტიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 56%-ით შემცირდა - TOP ქვეყნები/კომპანიები

I კვარტალში ენერგეტიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 56%-ით შემცირდა - TOP ქვეყნები/კომპანიები

BM.GE15 ივნისი, 2026, 02:30|bm.ge

2026 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 11.8% ენერგეტიკაზე მოდიოდა. 31.9 მლნ აშშ დოლარით ენერგეტიკა FDI-ს მიხედვით მეოთხე უმსხვილესი დარგია. აღსანიშნავია, რომ მაჩვენებელი წლიურად 56%-ით არის შემცირებული.

BM.GE-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია - რომელი ქვეყნებიდან და კომპანიებში ჩაიდო პირველ კვარტალში ენერგეტიკაში ინვესტიციები.

საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ენერგეტიკაში ინვესტიციები ასე ნაწილდება:

• ნიდერლანდები - $4.6 მლნ; • თურქეთი - $1.8 მლნ; • ჩეხეთი - $1.5 მლნ; • სომხეთი - უარყოფითი იყო და -$140.2 ათასი შეადგინა; • ლუქსემბურგი - უარყოფითი იყო და -$1.3 მლნ შეადგინა; • დანარჩენი ქვეყნები - $25.4 მლნ.

რაც შეეხება კომპანიებს, სადაც ამ პერიოდში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია ჩაიდო, მათი ათეული ასე გამოიყურება (არაა დალაგებული რეიტინგის მიხედვით):

• სს თელასი • შპს საქართველო-ურბან ენერჯი • შპს თბილისი ენერჯი • სს საქორგგაზი • შპს აღმოსავლეთის ენერგოკორპორაცია • შპს აჭარ ენერჯი-2007 • სს ეპ ჯორჯია გენერაცია • შპს ლუქს ენერჯი ტრეიდინგ • სს ეპ ჯორჯია მიწოდება • შპს ვოლტარეს პაუერ პროჯექტს

წინასწარი მონაცემებით, ამ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 271.2 მლნ აშშ დოლარის FDI ჩაიდო. წლიური ზრდა 47.7%-ია. ამასთან, რეინვესტიციის წილი მთლიან FDI-ში ნახევარზე მეტია და 53.8% აღწევს. საქსტატში განმარტავენ, რომ FDI-ს „ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით“.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE