
I კვარტალში EU-დან საქართველოს 2 060 მოქალაქე გამოაძევეს - Eurostat
Eurostat-ის ინფორმაციით, 2026 წლის I კვარტალში ევროკავშირიდან საქართველოს 2060 მოქალაქე გამოაძევეს. საანგარიშო პერიოდში არაწევრი ქვეყნების ჯამში 108 475 მოქალაქეს დაევალა შენგენის ზონის დატოვება, მათგან 34 550 ბრძანების საფუძველზე, მესამე ქვეყნებში დააბრუნეს.
2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებსაც ქვეყნის დატოვება მოუწიათ 12.8%-ით შემცირდა, ხოლო მესამე ქვეყნებში დაბრუნებულთა რიცხვი 8%-ით გაიზარდა. გაძევებულთა უმრავლესობა თურქეთის (3555), საქართველოს (2060) და ალბანეთის (2050) მოქალაქეები იყვნენ.
ქვეყნის დატოვების ბრძანებების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საფრანგეთში (34880), გერმანიაში (10360) და ესპანეთში (9275). მესამე ქვეყნებში ყველაზე მეტი მოქალაქე გერმანიამ (7300), საფრანგეთმა (3775) და პოლონეთმა (2660) დააბრუნეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველო შარშანაც მეორე ადგილზე იყო ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით. გასული წლის განმავლობაში ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოში ჯამში 10 475 პირი დაბრუნდა.
BM.GE
წყარო: bm.ge