მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. I კვარტალში ხელფასები კომპანიების 41%-მა გაზარდა - BAG დასაქმების ბარომეტრი
I კვარტალში ხელფასები კომპანიების 41%-მა გაზარდა - BAG დასაქმების ბარომეტრი

I კვარტალში ხელფასები კომპანიების 41%-მა გაზარდა - BAG დასაქმების ბარომეტრი

BM.GE1 მაისი, 2026, 23:31|bm.ge

2026 წლის I კვარტალში გამოკითხულ კომპანიებს მომავალ სამ თვეში დასაქმების მიმართულებით დადებითი მოლოდინი აქვთ. ამის შესახებ BAG დასაქმების ბარომეტრის კვლევაშია აღნიშნული.

BAG-ის დასაქმების ბარომეტრმა (ასახავს კომპანიების მოლოდინს მომავალ სამ თვეში დასაქმების სავარაუდო ცვლილების შესახებ) 31.5 ქულა შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 1.7 ქულით გაუარესდა, ხოლო 2025 წლის I კვარტალთან შედარებით 8.5 ქულით გაუმჯობესდა.

2026 წლის I კვარტალში დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი ვაჭრობის, მომსახურების და მრეწველობის სექტორებში დადებითია, ხოლო მშენებლობის სექტორში ნულს უტოლდება. 2026 წლის I კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი გაუმჯობესდა მრეწველობის (8.3 ქულით) და მომსახურების (1.7 ქულით) სექტორებში, ხოლო გაუარესდა მშენებლობის (28.6 ქულით) და ვაჭრობის (0.8 ქულით) სექტორებში.

რაც შეეხება ანაზღაურებას, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2026 წლის I კვარტალში კომპანიათა 41%-მა გაზარდა დასაქმებულთა ხელფასები, რაც აღემატება წინა კვარტალის მაჩვენებელს, თუმცა ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი კვარტალის მაჩვენებელს. ხოლო 2026 წლის II კვარტალში დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდას კომპანიათა 35% გეგმავს.

I კვარტალში, კომპანიათა ყველაზე დიდმა ნაწილმა მრეწველობის სექტორში (53%) გაზარდა დასაქმებულთა ანაზღაურება. 2026 წლის II კვარტალში დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდას კომპანიათა ყველაზე დიდი წილი ვაჭრობის სექტორში (48%) გეგმავს.

გამოკითხულ კომპანიათა შორის, მათ ვინც 2026 წლის I კვარტალში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა დააფიქსირა, უმეტესობამ (95%) დასაქმებულთა ანაზღაურება 0-20%-ით გაზარდა, ხოლო დანარჩენი კომპანიებიდან 2-2%-მა დასაქმებულთა ანაზღაურება 21-40%-ით და 41-60%-ით გაზარდეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ბლექ სი პეტროლიუმი" ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

"ბლექ სი პეტროლიუმი" ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

BM.GE

2026 წლის სიცხის ტალღა: მილიარდობით ევროს ზარალი და ათასობით მსხვერპლი ევროპაში

2026 წლის სიცხის ტალღა: მილიარდობით ევროს ზარალი და ათასობით მსხვერპლი ევროპაში

BM.GE

"მაჩანჩალა" ქვეყნის სტატუსი მივიღეთ... ფინანსური ნაკადები საქართველოს გვერდს უვლიან"|ინტერვიუ

"მაჩანჩალა" ქვეყნის სტატუსი მივიღეთ... ფინანსური ნაკადები საქართველოს გვერდს უვლიან"|ინტერვიუ

BM.GE

$347 000-ზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება და 119 731-ლარიანი ხელფასი - მაკა ბოჭორიშვილის დეკლარაცია

$347 000-ზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება და 119 731-ლარიანი ხელფასი - მაკა ბოჭორიშვილის დეკლარაცია

BM.GE