
იანვარ-სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდზე სტატიები 9 მილიონჯერ წაიკითხეს
BM.GE|bm.ge
Google Analytics-ის მონაცემებით, 2026 წლის არასრული 9 თვის განმავლობაში On.ge-ის კონტენტი ვებგვერდზე 8.9 მილიონჯერ წაიკითხეს. პლატფორმას ამ პერიოდში 5.6 მილიონი მკითხველი ჰყავდა.
მათ შორის საქართველოდან ვებგვერდს 1.5 მილიონი მკითხველი ჰყავდა, ჩინეთიდან - 361 ათასი, სინგაპურიდან - 117 ათასი, აშშ-დან - 111 ათასი, ხოლო გერმანიიდან - 27 ათასი.
სოციალური ქსელის Meta-ს მონაცემებით კი, 2026 წლის არასრულ 9 თვეში On.ge-ის კონტენტს 119.8 მილიონი ნახვა და 418 ათასი ინტერაქცია ჰქონდა. Meta-ს პლატფორმაზე On.ge-ის პოსტები სულ 3-მა მილიონმა უნიკალურმა მომხმარებელმა ნახა.
On.ge "ბიზნეს მედია საქართველოს" (BMG) ჰოლდინგს 2026 წლის ივლისიდან შეუერთდა.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge