მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "აჯიკა" იაპონიაში მეორე ფილიალის გახსნას გეგმავს - რა გეგმები აქვს ობიექტს?
"აჯიკა" იაპონიაში მეორე ფილიალის გახსნას გეგმავს - რა გეგმები აქვს ობიექტს?

"აჯიკა" იაპონიაში მეორე ფილიალის გახსნას გეგმავს - რა გეგმები აქვს ობიექტს?

BM.GE20 ოქტომბერი, 2026, 14:00|bm.ge

ტოკიოში მოქმედი ქართული რესტორანი „აჯიკა“ მეორე ფილიალის გახსნას გეგმავს. როგორც რესტორნის თანადამფუძნებელი გიორგი აბულაძე BM.GE-სთან აცხადებს, გაფართოებისთვის ტოკიოს ცენტრალური უბნები განიხილება.

„მომდევნო ერთი წლის მთავარი მიზანი AJIKA-ს მეორე ფილიალის გახსნაა და ამისთვის ტოკიოს ცენტრალურ უბნებს განვიხილავთ. დაახლოებით ისეთივე კონცეფციისა და დატვირთვის ფილიალი იქნება, როგორიც პირველი ფილიალია. თუმცა ამ ეტაპზე შესაბამისი ლოკაციის მოძიების პროცესში ვართ“, - ამბობს გიორგი აბულაძე, თუმცა პროექტის საინვესტიციო ღირებულების დასახელებისგან თავს იკავებს.

გაფართოების გადაწყვეტილებას რესტორნის პირველი ფილიალის შედეგები დაედო საფუძვლად. „აჯიკა“ 2025 წლის სექტემბერში, ტოკიოს კაგურაძაკას უბანში გაიხსნა და ოპერირების პირველ წელს მოლოდინს გადააჭარბა.

„46-ადგილიანი რესტორანი პარასკევსა და შაბათ-კვირას საღამოს, როგორც წესი, სრულად დაჯავშნილია, ლანჩის საათებში კი რიგებიც იქმნება. შემოსავლის დაახლოებით 60-65% საკვებზე მოდის, 30-35% კი სასმელებზე, ძირითადად ქართულ ღვინოზე. სტუმრების დაახლოებით 85-90% იაპონელია. ძირითადად, ესენი არიან 30-60 წლის, გასტრონომიით დაინტერესებული ადამიანები, წყვილები და მეგობრების ჯგუფები. ბევრი მომხმარებელი ბრუნდება, ზოგი ლანჩზე კვირაში რამდენჯერმე მოდის. განმეორებითი ვიზიტების წილი დაახლოებით 30%-ია“, - აცხადებს გიორგი აბულაძე.

მეორე ფილიალის გახსნასთან ერთად, კომპანია მენიუსა და ღვინის ასორტიმენტის გაფართოებას, ქართულ ღვინოსთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარებასა და იაპონიაში ქართული პროდუქციის იმპორტისა და დისტრიბუციის განვითარებას გეგმავს.

აბულაძის თქმით, კომპანიის გრძელვადიანი მიზანი იაპონელი მომხმარებლებისთვის ქართული სამზარეულოსა და ღვინის უფრო ფართოდ გაცნობაა. ამასთან, „აჯიკა“ იაპონიაში ქართული ღვინის ჰაბად ჩამოყალიბებასა და ქართველი მეღვინეებისთვის ადგილობრივ ბაზარზე შესვლის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სექტემბერში პროდუქციის წარმოება წლიურად 4.6%-ით გაძვირდა | რამ იქონია გავლენა?

სექტემბერში პროდუქციის წარმოება წლიურად 4.6%-ით გაძვირდა | რამ იქონია გავლენა?

BM.GE

„ვარციხის მარანი“ ბათუმში — ქართული სტუმარმასპინძლობის სივრცე, რომელსაც თიბისი ლიზინგი განვითარებაში ეხმარება

„ვარციხის მარანი“ ბათუმში — ქართული სტუმარმასპინძლობის სივრცე, რომელსაც თიბისი ლიზინგი განვითარებაში ეხმარება

BM.GE

წიწამური-ავჭალის გვირაბს ჩინური კომპანია გაიყვანს - შემოვლითი გზის ₾499-მილიონიანი კონტრაქტი გაფორმდა

წიწამური-ავჭალის გვირაბს ჩინური კომპანია გაიყვანს - შემოვლითი გზის ₾499-მილიონიანი კონტრაქტი გაფორმდა

BM.GE

"ყეინიშვილის საქმე" და მისი წასვლა სებ-ის რეპუტაციაზე ჩაქუჩის დამატებითი, ძლიერი დარტყმაა|ნიკა ალავიძე

"ყეინიშვილის საქმე" და მისი წასვლა სებ-ის რეპუტაციაზე ჩაქუჩის დამატებითი, ძლიერი დარტყმაა|ნიკა ალავიძე

BM.GE