მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. იაპონიასთან თანამშრომლობა ქართულ ტექნოლოგიურ სექტორს ახალ შესაძლებლობებს უხსნის - GITA-ს თავმჯდომარე
იაპონიასთან თანამშრომლობა ქართულ ტექნოლოგიურ სექტორს ახალ შესაძლებლობებს უხსნის - GITA-ს თავმჯდომარე

იაპონიასთან თანამშრომლობა ქართულ ტექნოლოგიურ სექტორს ახალ შესაძლებლობებს უხსნის - GITA-ს თავმჯდომარე

BM.GE15 მაისი, 2026, 15:27|bm.ge

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, იაპონიასთან თანამშრომლობა ახალ შესაძლებლობებს უხსნის ქართულ ტექნოლოგიურ სექტორს.

„პრიორიტეტულია ქართული სტარტაპების საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა და იაპონიის მაღალტექნოლოგიურ ბაზარზე ქართველი ინოვატორების მოხვედრა მათ გლობალურ კონკურენტუნარიანობასა და ეკოსისტემის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“ - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ იაპონიის მთავრობის დელეგაციასთან შეხვედრისას.

GITA-ს გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სტუმრები სააგენტოს იმ პროგრამებს გაეცნენ, რომლებიც ქვეყანაში ინოვაციური გარემოს განვითარებას უწყობს ხელს და ტექნოპარკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

შეხვედრის მთავარ თემას GITA-სა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ერთობლივი მიმდინარე პროექტი “საქართველოში სტარტაპ და ინოვაციების ეკოსისტემის გაძლიერება” წარმოადგენდა. მხარეებმა განიხილეს პროექტის ფარგლებში უკვე მიღწეული შედეგები და ის ძირითადი აქტივობები, რაც მიზნად ისახავს საქართველოში უფრო მდგრადი და საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE