მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. IBM-ი კვანტური კომპიუტერის შესაქმნელად $10 მილიარდს გამოყოფს
IBM-ი კვანტური კომპიუტერის შესაქმნელად $10 მილიარდს გამოყოფს

IBM-ი კვანტური კომპიუტერის შესაქმნელად $10 მილიარდს გამოყოფს

BM.GE29 მაისი, 2026, 03:45|bm.ge

IBM-მა 2029 წლისთვის მსოფლიოში პირველი მასშტაბური კვანტური კომპიუტერის შესაქმნელად 10 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო. ახალ მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობას რთული გამოთვლების საიმედოდ და უშეცდომოდ შესრულება შეეძლება.

როგორც ირკვევა, ტექნოლოგიური გიგანტი მობილიზებულ კაპიტალს კვლევებისა და განვითარების, წარმოების გაფართოებისა და მცირე ზომის პოტენციალის მქონე კომპანიების შესასყიდად გამოიყენებს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ IBM-ის ინიციატივა ამერიკის მიერ შემუშავებული სამთავრობო სტრატეგიის ნაწილია. კერძოდ, ტრამპის ადმინისტრაცია მიზნად ჩინეთისთვის კონკურენციის გაწევასა და გლობალურ ბაზარზე ლიდერობის მოპოვებას ისახავს. სწორედ ამ მიზნით, ამერიკის ხელისუფლებამ 9 კვანტური კომპანიის დასაფინანსებლად $2 მილიარდი უკვე გამოყო. თუმცა, უცნობია, მოიცავს თუ არა IBM-ის $10-მილიარდიანი ინიციატივა იმ დაფინანსებასაც, რომელიც სახელმწიფოსაგან მიიღო.

სამაგიეროდ, ცნობილია ის, რომ ტრამპის ადმინისტრაციისაგან მიღებულ $1 მილიარდს IBM-ი, კვანტური ტექნოლოგიების ახალი მწარმოებლის, Anderon-ის დასაფუძნებლად გამოიყენებს. მულტინაციონალური კორპორაცია ახალ კომპანიას დამატებით $1-მილიარდიანი კაპიტალით, ინტელექტუალური საკუთრებითა და კვალიფიციური კადრებით დაეხმარება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ინგლისის ბანკისგან $1.9 მილიარდის ოქროს დაბრუნება მოითხოვა

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ინგლისის ბანკისგან $1.9 მილიარდის ოქროს დაბრუნება მოითხოვა

BM.GE

ლილოს ნაგავსაყრელზე გამოვლენილი დარღვევებისთვის "თბილსერვისი" დააჯარიმეს

ლილოს ნაგავსაყრელზე გამოვლენილი დარღვევებისთვის "თბილსერვისი" დააჯარიმეს

BM.GE

NEXT-მა პრინსტონის უნივერსიტეტთან პარტნიორობა დაიწყო – 2027 წლიდან კომპანია არქიტექტურისა და დიზაინის სტუდენტებს უმასპინძლებს.

NEXT-მა პრინსტონის უნივერსიტეტთან პარტნიორობა დაიწყო – 2027 წლიდან კომპანია არქიტექტურისა და დიზაინის სტუდენტებს უმასპინძლებს.

BM.GE

"12 საერთაშორისო BPO კომპანიას ვუმასპინძლეთ. ერთ-ერთმა საქართველოში კომპანია დაარეგისტრირა" - ხიდურელი

"12 საერთაშორისო BPO კომპანიას ვუმასპინძლეთ. ერთ-ერთმა საქართველოში კომპანია დაარეგისტრირა" - ხიდურელი

BM.GE