
iCash-ის POS სისტემის უპირატესობები ლუდის მაღაზიაში
ლუდის მაღაზიისა და ბარის მართვისას წარმატება პირდაპირ არის დამოკიდებული მომსახურების სისწრაფესა და მარაგების ზედმიწევნით ზუსტ აღრიცხვაზე. განსაკუთრებით სეზონზე, როდესაც მომხმარებელთა ნაკადი მკვეთრად იზრდება, ობიექტის მფლობელები უდიდესი გამოწვევის წინაშე დგებიან. სწორედ ამ პროცესების ოპტიმიზაციისთვის, კომპანია აიქეში სპეციალიზებულ, ავტომატიზებულ POS სისტემას სთავაზობს ლუდის მაღაზიებს. თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფა საგრძნობლად აუმჯობესებს სავაჭრო ოპერაციებს, ზრდის პერსონალის პროდუქტიულობას და ბიზნესის მფლობელებს მონიტორინგის საშუაულებას აძლევს.
მოწყობილობების სინქრონიზაცია
iCash-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი ტექნიკური მოქნილობაა. პროგრამა შეუფერხებლად მუშაობს როგორც Android-ის, ისე Windows-ის ბაზაზე, რაც მეწარმეებს საშუალებას აძლევს, გამოიყენონ უკვე არსებული კომპიუტერები, სპეციალური POS ტერმინალები ან თუნდაც ბიუჯეტური პლანშეტები და სმარტფონები. სისტემა უზრუნველყოფს მყისიერ სინქრონიზაციას ყველა მოწყობილობას შორის. მაგალითად, მოლარის ან მიმტანის მიერ აპარატში შეყვანილი შეკვეთა წამებში აისახება ბართან ან საწყობში განთავსებულ პრინტერზე. ეს უწყვეტი კავშირი გამორიცხავს შეცდომებს შეკვეთის მიღებისას და მაქსიმალურად აჩქარებს მომხმარებელთა დიდ ნაკადთან მუშაობას პიკის საათებში.
მენიუს ციფრული ვიზუალიზაცია და პროდუქციის სწრაფი მოდიფიკაცია
ლუდის მაღაზიაში რიგების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, რომ მოლარემ რამდენიმე წამში შეძლოს სასურველი პროდუქტის პოვნა. iCash-ის ინტერფეისი იძლევა მენიუს მოსახერხებელ კატეგორიებად დაყოფისა და თითოეული სახეობის ლუდის ფოტოთი განთავსების შესაძლებლობას. ვიზუალური ნავიგაცია პერსონალს მუშაობას მაქსიმალურად უმარტივებს. გარდა ამისა, პროგრამაში ერთი დაწკაპუნებით შესაძლებელია კონკრეტული ჩამოსასხმელი ლუდის მოცულობის შერჩევა (მაგალითად: 0.5ლ, 1ლ, 2ლ ან საოჯახო შეფუთვა), რაც მომენტალურად და ზუსტად აისახება ჩეკის საბოლოო ფასში.