
II კვარტალში ბიზნესში დასაქმებულების საშუალო ხელფასი 2 471.5 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის II კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 471.5 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 153.8 ლარით მეტია.
საწარმოთა საქმიანობის შედეგების მიხედვით, მათ შორის ქალების ხელფასმა 1 944.9 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით გაზრდილია 161.4 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასის სიდიდით საშუალო ბიზნესი ლიდერობს:
⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 622.8 ლარი;⦁ საშუალო ბიზნესი – 2 918.9 ლარი;⦁ მცირე ბიზნესი – 1 972.3 ლარი.
2026 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 828 354 ადამიანი იყო, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.1%-ით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.6% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.7% — საშუალოზე, ხოლო 37.7% — მცირე ბიზნესზე.
BM.GE
წყარო: bm.ge