მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპი ირანთან ომის დასრულებულად გამოცხადებას განიხილავს - WSJ
ტრამპი ირანთან ომის დასრულებულად გამოცხადებას განიხილავს - WSJ

ტრამპი ირანთან ომის დასრულებულად გამოცხადებას განიხილავს - WSJ

BM.GE3 სექტემბერი, 2026, 17:10|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უფროს მრჩევლებთან ფარულ მოლაპარაკებებში ირანთან ომის დასრულებულად გამოცხადების პერსპექტივას განიხილავს.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტი სამხედრო კამპანიის დასრულებასა და ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებას უჭერს მხარს, რაც, მისი შეფასებით, ირანის რეჟიმს ბირთვული პროგრამის დემონტაჟს და შემდგომ კოლაფსს აიძულებს.

WSJ-ის წყაროების ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებიც, რომლებიც შიშობენ, რომ თუ ომი შუალედურ არჩევნებამდე გაგრძელდება, მაშინ პარტია დამარცხდება და ტრამპის გუნდი კონგრესის ორივე პალატას დაკარგავს.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ომის დასრულებულად გამოცხადების ზუსტი თარიღი გასაჯაროებული არ არის და ეს გადაწყვეტილება ჯერ განხილვის საგანს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, თუ ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელს, სკოტ ბესენტს დავუჯერებთ, აშშ-ის მთავრობა სრულად გადადის ეკონომიკურ ომზე და ის ირანის მთავრობის ჩამოშლას ფინანსური სანქციებით და საგარეო ზეწოლით აპირებს.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანია ექვსი თვის წინ დაიწყო. თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა ოპერაცია თავდაპირველად სწრაფ და გადამწყვეტ დარტყმად წარმოადგინა, თუმცა კონფლიქტი მნიშვნელოვნად გაჭიანურდა და როგორც ჩანს, ის მოუგვარებელ სახეს იღებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 173 სტატია.

  • ტრამპი: ირანის წინააღმდეგ აშშ-ის განახლებული სამხედრო კამპანია ხანგრძლივი არ იქნებაიმედი
  • ტრამპის განცხადებით, ირანზე სამხედრო დარტყმები შეზღუდული ხასიათისაარუსთავი 2
  • დონალდ ტრამპმა საკუთარი თავი აშშ-ის ისტორიაში ერთადერთ „უდიდეს“ პრეზიდენტად გამოაცხადაფორმულა
  • სასამართლომ უკანონოდ ცნო ტრამპის სავიზო აკრძალვა, რომელიც საქართველოსაც ეხებოდანეტგაზეთი
ტრამპი →ომის →

მსგავსი სტატიები

"ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა 7-8%-იანი ზრდის შესაძლებლობა წაგვართვა, თუმცა ჩამორჩენა ამოვავსეთ"|ანალიზი

"ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა 7-8%-იანი ზრდის შესაძლებლობა წაგვართვა, თუმცა ჩამორჩენა ამოვავსეთ"|ანალიზი

BM.GE

"რას დაგვპირდნენ და რა შეასრულეს?!" - სიმონ ჯანაშია განათლების რეფორმის შედეგებზე

"რას დაგვპირდნენ და რა შეასრულეს?!" - სიმონ ჯანაშია განათლების რეფორმის შედეგებზე

BM.GE

II კვარტალში ბიზნესში დასაქმებულების საშუალო ხელფასი 2 471.5 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი

II კვარტალში ბიზნესში დასაქმებულების საშუალო ხელფასი 2 471.5 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი

BM.GE

Sberbank-მა მოგების რეკორდული პროგნოზი წარადგინა

Sberbank-მა მოგების რეკორდული პროგნოზი წარადგინა

BM.GE