
II კვარტალში მშენებლობის და სოფლის მეურნეობის სექტორებში შემცირებაა|საქსტატი
საქსტატმა 2026 წლის ეკონომიკური ზრდის მეორე კვარტალის დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პერიოდის განმავლობაში საქართველოს მშპ მიმდინარე ფასებში 28.1 მილიარდ ლარს შეადგენდა, ხოლო რეალური ეკონომიკური ზრდა კი 6.9% იყო. დარგების მიხედვით თითქმის ყველა სექტორში ფიქსირდება მატება, თუმცა ორ მნიშვნელოვან სექტორში - მშენებლობის და სოფლის მეურნეობის დარგებში შემცირებაა.
საქსტატის თანახმად, 2026 წლის მეორე კვარტალში მშენებლობის სექტორის ზომამ შეადგინა 1.6 მილიარდი ლარი მიმდინარე ფასებში, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლება 4.8%-ს შეადგენდა. საქსტატის თანახმად, მშენებლობის სექტორში კლება ძირითადად დაკავშირებულია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების - გზების და გვირაბების მშენებლობის დასრულებასა და მათ ექსპლოატაციაში შესვლასთან.
სოფლის მეურნეობის სექტორის ზომა კი მეორე კვარტალში 1.6 მილიარდი ლარი იყო, წლიურ ჭრილში აღნიშნულ სექტორში 3.5%-იანი ვარდნა ფიქსირდება.
# ეკონომიკური საქმიანობის სახეები ზრდა/კლება სექტორის ზომა მეორე კვარტალში მლნ ლარი 1 შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის 29.10% 22 2 ტრანსპორტი და დასაწყობება 19.80% 1572 3 ხელოვნება, გართობა და დასვენება 17.40% 1089 4 ინფორმაცია და კომუნიკაცია 16.60% 1892 5 ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები 15.00% 1014 6 წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები 12.70% 215 7 პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები 9.20% 573 8 საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 8.50% 1438 9 საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი 8.00% 3705 10 განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები 7.90% 1079 11 დამმუშავებელი მრეწველობა 7.30% 2222 12 ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 7.30% 489 13 სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება 6.20% 1620 14 უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 4.90% 2261 15 სამთო-მოპოვებითი მრეწველობა 4.60% 320 16 ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები 0.20% 294 17 განათლება 0.00% 1584 18 სხვა სახის მომსახურება -2.20% 235 19 სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა -3.50% 1599 20 მშენებლობა -4.80% 1611
BM.GE
წყარო: bm.ge