
II კვარტალში ქვეყანაში $468.8 მილიონის FDI ჩაიდო - კლება 23.2%-ია | საქსტატი
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2026 წლის II კვარტალში 468.8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 23.2%-ით ნაკლებია.
საქსტატის განმარტებით, კლება ძირითადად განპირობებულია რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირებით.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემებით, II კვარტალში სააქციო კაპიტალმა 210.5 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 44.9%-ია. რეინვესტიციამ 300.5 მლნ დოლარი შეადგინა და მისი წილი 64.1%-ით განისაზღვრა.
აპრილ-ივნისში განხორციელებული ინვესტიციებით ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზეა ჩინეთი, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 46.8%-ს შეადგენს. სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 83.3%-ს შეადგენს.
რაც შეეხება დარგებს, სადაც მიმდინარე წლის II კვარტალში ყველაზე მეტი FDI ჩაიდო რეიტინგში პირველ ადგილს საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორი იკავებს, მეორე ადგილზე უძრავი ქონების სექტორია, მესამეზე კი დამმუშავებელი მრეწველობა.
2026 წლის 6 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 22%-ით $750.1 მილიონამდე შემცირდა
BM.GE
წყარო: bm.ge