მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თურქული ბრენდის Ayvalık-ის ზეითუნის ზეთში შეუსაბამობები გამოვლინდა | სეს
თურქული ბრენდის Ayvalık-ის ზეითუნის ზეთში შეუსაბამობები გამოვლინდა | სეს

თურქული ბრენდის Ayvalık-ის ზეითუნის ზეთში შეუსაბამობები გამოვლინდა | სეს

BM.GE23 ოქტომბერი, 2026, 16:44|bm.ge

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, თურქეთში წარმოებული ზეითუნის ზეთის — Extra Virgin Olive Oil ნიმუშში (სავაჭრო ნიშნით „Ayvalık“, 5-ლიტრიანი თუნუქის შეფუთვა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოავლინა.

აღნიშნული ზეთის ნიმუშში გლიციდოლის ცხიმოვანი მჟავების რთული ეთერებისა და 3-MCPD-ისა და მისი ცხიმოვანი მჟავების ეთერების მომატებული შემცველობა დაფიქსირდა. კვლევა ჩატარდა სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის "BIOR"-ის ლაბორატორიაში.

ლაბორატორიული კვლევის შედეგი ეხება კონკრეტულ ნიმუშს და არ ადასტურებს იმავე მწარმოებლის სხვა პროდუქტის ან პარტიის შეუსაბამობას. სააგენტო აგრძელებს შესაბამისი ინფორმაციის შესწავლასა და მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით აუცილებელი ღონისძიებების გატარებას.

სურსათის საიდენტიფიკაციო მონაცემებია:

• სავაჭრო ნიშანი: Ayvalık; • შეფუთვა: 5 ლიტრიანი თუნუქის ტარა; • შტრიხკოდი: 8693465410990; • მწარმოებლის სარეგისტრაციო ნომერი: TR-10-K-042281.

ზეთებსა და ცხიმებში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) კვლევა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2026 წელს დაიწყო.

დღეისათვის აღებულია ზეთისა და ცხიმის 71 ნიმუში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჰუსიტების თავდასხმების ფონზე ნავთობის ფასმა 5-თვიან მაქსიმუმს მიაღწია

ჰუსიტების თავდასხმების ფონზე ნავთობის ფასმა 5-თვიან მაქსიმუმს მიაღწია

BM.GE

გალტ & თაგარტი საქართველოს საუკეთესო საბროკერო კომპანიაა - Euromoney

გალტ & თაგარტი საქართველოს საუკეთესო საბროკერო კომპანიაა - Euromoney

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

BSP-ის მრჩეველთა საბჭოს ვაზილ ჰუდაკი და მარინო ფრანინოვიჩი შეუერთდნენ

BSP-ის მრჩეველთა საბჭოს ვაზილ ჰუდაკი და მარინო ფრანინოვიჩი შეუერთდნენ

BM.GE