მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. II კვარტალში, “რუსთავი 2”-მა "იმედზე" მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღო - რეიტინგი
II კვარტალში, “რუსთავი 2”-მა "იმედზე" მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღო - რეიტინგი

II კვარტალში, “რუსთავი 2”-მა "იმედზე" მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღო - რეიტინგი

BM.GE15 აგვისტო, 2026, 01:31|bm.ge

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2026 წლის მე-2 კვარტალში ტელევიზიებს კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 53.5%-ით 24 მლნ ლარამდე გაეზარდათ.

კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო წლებში პირველად, რუსთავი 2-მა უფრო მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღო ვიდრე "იმედმა". შესაბამისად, ტელეკომპანია "იმედი", რომელიც წლების განმავლობაში ლიდერი იყო სარეკლამო შემოსავლებით სატელევიზიო ბაზარზე, ახლა მეორე ადგილზეა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის თებერვალში "იმედი" "პოსტვ"-თან ერთად დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა.

კომისიის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მე-2 კვარტალში „იმედის“ შემოსავალმა 8 მლნ ლარი, ხოლო „რუსთავი 2“-ის 10 მლნ ლარი შეადგინა. გასულ წელთან შედარებით, "იმედის" შემოსავლები 48%-ით გაიზარდა. რუსთავი 2-ის შემოსავლები კი 2025 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით 3-ჯერ არის გაზრდილი. რაც შეეხება პოსტვ-ის მისი შემოსავლები 2026 წლის მე-2 კვარტალში 1.1 მლნ ლარი იყო, რაც გასულ წელთან შედარებით თითქმის 25%-იანი კლებაა. 1,4 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო "ტვ პირველმა", რაც 12%-იანი კლებაა წლიურ ჭრილში. რაც შეეხება "ფორმულას", მარეგულირებლის ინფორმაციით, სარეკლამო შემოსავლები ტელეკომპანია „ფორმულას“ არ წარმოუდგენია, ამიტომ მე-2 კვარტალის სტატისტიკაში ვერ მოხვდა.

2026 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა ფინანსური სანქციები დაუწესა „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“. ორივე ტელევიზიის სანქცირების საფუძვლად ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია დაასახელა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გომის მთაზე მომხდარი ავარიის გამო დაკავებულ მძღოლს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

გომის მთაზე მომხდარი ავარიის გამო დაკავებულ მძღოლს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

BM.GE

II კვარტალში ბათუმში ბინის გაყიდვები 4%-ით გაიზარდა - Galt & Taggart

II კვარტალში ბათუმში ბინის გაყიდვები 4%-ით გაიზარდა - Galt & Taggart

BM.GE

“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად

“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად

BM.GE

ირაკლი ჩიქოვანი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

ირაკლი ჩიქოვანი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

BM.GE