მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. II კვარტალში ბათუმში ბინის გაყიდვები 4%-ით გაიზარდა - Galt & Taggart
II კვარტალში ბათუმში ბინის გაყიდვები 4%-ით გაიზარდა - Galt & Taggart

II კვარტალში ბათუმში ბინის გაყიდვები 4%-ით გაიზარდა - Galt & Taggart

BM.GE15 აგვისტო, 2026, 01:00|bm.ge

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში ბათუმში 4 168 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს ეხება.

კერძოდ, საინვესტიციო ბანკის მიერ მომზადებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ 2026 წლის მეორე კვარტალში ბათუმში მოთხოვნა მაღალ დონეზე შენარჩუნდა. გაყიდული ბინების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე. მიუხედავად პირველად ბაზარზე გაზრდილი გაყიდვებისა, ეს დონე კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2022-23 წლების რეკორდულ ნიშნულს, ხოლო გასაყიდი ბინების რაოდენობა მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, რაც ხაზს უსვამს შენარჩუნებულ ჭარბი მიწოდების რისკებს. ამის ფონზე, პირველად ბაზარზე ფასის ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდა, თუმცა, მიმდინარე მშენებლობების დიდმა მოცულობამ და ქირის კლებადმა ქირის ამონაგებმა შესაძლოა მასზე წნეხი მოახდინოს.

რაც შეეხება ფასს, ივნისში პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა (მზა ბინებისთვის) 1,960 დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 10%-იანი ზრდაა. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში საშუალო ფასი წლიურად 6.5%-ით გაიზარდა და 1,497 აშშ დოლარი შეადგინა. ორ ბაზარს შორის არსებული სხვაობა, მშენებარე პროექტების დიდი მოცულობა და ქირის შემოსავლიანობის ეტაპობრივი შემცირება შესაძლოა პირველადი ბაზრის ფასების ამ ტემპით ზრდისთვის შემზღუდავ ფაქტორად იქცეს.

ფასისგან განსხვავებით შემცირებულია ქირის რაოდენობა. ბათუმში საშუალო დღიური ქირა 2026 წლის მეორე კვარტალში წლიურად 4%-ით შემცირდა. შემცირების მიუხედავად, ქირის შემოსავლიანობამ 7% შეადგინა, რაც კვლავ ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 79 სტატია.

  • ინფრასტრუქტურის სამინისტროში ბათუმის, ჭიათურის, ახმეტის, ყვარლის მუნიციპალიტეტებში და თბილისში განსახორციელებელი პროექტების არქიტექტურული კონცეფციები განიხილესიმედი
  • პოლიციამ ბათუმში მომხდარ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი ცხელ კვალზე დააკავარუსთავი 2
  • მშენებარე ბინები ბათუმში – საუკეთესო ინვესტიციატვ პირველი
  • ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავესფორმულა
ბათუმში →

მსგავსი სტატიები

გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაკავებულ მძღოლს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაკავებულ მძღოლს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

BM.GE

II კვარტალში, “რუსთავი 2”-მა "იმედზე" მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღო - რეიტინგი

II კვარტალში, “რუსთავი 2”-მა "იმედზე" მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღო - რეიტინგი

BM.GE

“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად

“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად

BM.GE

ირაკლი ჩიქოვანი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

ირაკლი ჩიქოვანი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

BM.GE