მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. II კვარტალში საშუალო ხელფასი 177 ლარით 2 389 ლარამდე გაიზარდა
II კვარტალში საშუალო ხელფასი 177 ლარით 2 389 ლარამდე გაიზარდა

II კვარტალში საშუალო ხელფასი 177 ლარით 2 389 ლარამდე გაიზარდა

BM.GE15 სექტემბერი, 2026, 15:21|bm.ge

II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი 8%-ით 2 389 ლარამდე გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8%-ით (177 ლარით) გაიზარდა და 2 389 ლარიშეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

• ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4 400 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებითგაიზარდა 5.4%-ით);• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 4 074 ლარი (გაიზარდა 9%-ით);• მშენებლობა - 3 496.6 ლარი (გაიზარდა 0.8%-ით);• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 3 304.8 ლარი (გაიზარდა 10%-ით).

II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 927 ლარი, ხოლო კაცების - 2 856 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 157.5 ლარი (9%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 200.5 ლარი (7.6%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 153.8 ლარით (6.6%) და 2 471.5 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 464 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.2%-ით) და პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში (3 693.0 ლარი, გაიზარდა 7.3 პროცენტით).

არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 215 ლარით (10.6%) გაიზარდა და 2 239 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება" - მარიამ ქვრივიშვილი

"ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება" - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE

მიგვაჩნია, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს - SJC

მიგვაჩნია, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს - SJC

BM.GE

იაპონიაში საბაზო ინფლაცია 2%-იან სამიზნე ნიშნულს 13 წლის შემდეგ პირველად გაუტოლდა

იაპონიაში საბაზო ინფლაცია 2%-იან სამიზნე ნიშნულს 13 წლის შემდეგ პირველად გაუტოლდა

BM.GE

რა შეთანხმებები გაფორმდა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მე-11 სხდომაზე?

რა შეთანხმებები გაფორმდა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მე-11 სხდომაზე?

BM.GE